თუ დედამიწა ბრუნვას შეწყვეტს…

განახლდა: 22/05/2026

 რა მოხდება, თუ მოულოდნელად, დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნვას შეწყვეტს? თქვენთვის ეს იგივე იქნებოდა, რომ 1500 კმ/სთ. სიჩქარით მოძრავ ავტომანქანში მჯდარიყავით, რომელიც მომენტალურად გაჩერდა. იმის ახსნა არ არის საჭირო, რომ თქვენ ასეთი გადატვირთვა მომენტალურადვე მოგკლავდათ (ცენტრიდანული ძალა). გინდ დაიჯერეთ გინდ არა, კიდევ უფრო უარესები მოხდება, თუ დედამიწამ ღერძის გარშემო ბრუნვა შეწყვიტა. თუ ეკვატორთან ახლოს იქნებით, დედამიწის ბრუნვის შეწყვეტის მერე თქვენი სხეული მოძრაობას 465 მ/წმ. (1674 კმ/სთ.) სიჩქარით გააგრძელებს. პლანეტის პოლუსებთან ახლოს ყოფნის შემთხვევაში, თქვენი მოძრაობის სიჩქარე 368 მ/წმ-ს გაუტოლდება (1325 კმ/სთ.). იმის გამო, რომ ბრუნვის ღერძამდე მინიმალური მანძილი სწორედ პულუსებთან არის, იქ მცხოვრები ადამიანები გადარჩებიან, თუმცა არც თუ ისე დიდი ხნით. ქარის სიჩქარე იმდენად მაღალი იქნება, რომ ჰაერთან ხახუნის გამო ყველაფერს ცეცხლი მოედება. გარდა ამისა, ქარი ყველაფერს დაანგრევს, რაც უშუალოდ დედამიწის ქერქის შემაგდნელი ნაწილი არ იქნება. ცენტრში მდებარე რკინის ბირთვის ბრუნვაც შეჩერდება (დედამიწის ცენტრი სხვა სიჩქარით ბრუნავს), რაც დამცავი მაგნიტური ველის გაქრობას გამოიწვევს (რადიაციისგან არა მარტო მაგნიტური ველი გვიცავს). მზის რადიაცია მათაც დახოცავს, ვინც კატასტროფის დასაწყისს გადაურჩება (მრისხანე მზე). დედამიწის ნახევარი ყოველთვის მზისკენ იქნება მიბრუნებული. ამის გამო ისეთი მაღალი ტემპერატურა იქნება, რომ ამ ნახევარსფეროში არსებული სიცოცხლის ყველა ფორმა განადგურდება. პლნეტის მეორე მხარე და მასზე მყოფი ორგანიზმები კი გაიყინებიან. ასეთი კატასტროფის მერე სიცოცხლე დედამიწაზე ვეღარასოდეს აღდგება.

 ადამიანის სხეული თითქმის ვერ აღიქვამს მუდმივ სიჩქარეს. ჩვენ მხოლოდ აჩქარებას, შენელებას ან მოძრაობის უეცარ ცვლილებებს ვამჩნევთ. სწორედ ამიტომ, აფრენის შემდეგ, თვითმფრინავში რამდენიმე წუთის განმავლობაში ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს უძრავად ზიხართ თქვენ ადგილას, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 900 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავთ. სხვათა შორის, თუ წარმოვიდგენთ იდეალურ ატმოსფერულ პირობებს, დედამიწის ბრუნვის მიმართულებით თუ მის საწინააღმდეგოდ ფრენისას, ერთი და იმავე მანძილს ზუსტად ერთნაირ დროში დაფარავთ. ეს ინერციის კანონის დამსახურებაა: აფრენისას თვითმფრინავი ინარჩუნებს პლანეტის საწყის ბრუნვის სიჩქარეს და ატმოსფეროც მასთან ერთად ბრუნავს, რის გამოც დედამიწა ლაინერის ქვეშ „არსად გაგვირბის“ (რა მოხდება, თუ დედამიწა მთვარეს დაკარგავს?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.