მარსული ნახშირბადი ვულკანური წარმოშობისაა

 მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორგანული ნახშირბადი, რომელიც მარსულ მეტეორიტებშია, ნამდვილად მარსზე ჩამოყალიბდა, თუმცა არა ცოცხალი ორგანიზმების მოღვაწეობით, არამედ პლანეტის წიაღში მიმდინარე ქიმიური პროცესების შედეგად. ნამუშევარი ჟურნალ ScienceExpress-ში გამოქვეყნდა, მოკლედ კი კარნეგის ინსტიტუტის საიტზე.