PSR J2007+2722 პულსარი ეკუთვნის იშვიათ ტიპს: ის წამში 41 რადიოიმპულსს ასხივებს, ანუ უფრო სწრაფია 90%-ზე მეტ ასეთი ტიპის ობიექტებზე. ბრუნვის ასეთი მაღალი სიჩქარე იმაზე მიუთითებს, რომ ნეიტრონულმა ვარსკვლავმა თავის დროზე კომპანიონი ვარსკვლავიდან გადმოქაჩა მატერია. უცხო ნივთიერების დაგროვებასთან ერთად ვარსკვლავი უმატებდა ბრუნვის სიჩქარესაც, იმმნიშვნელობამდე, რაც დღეს აქვს. დაკვირვებებმა აჩვენა, როგორც მოსალოდნელი იყო, რომ პულსარის ბრუნვის სიჩქარე კლებულობს.
მომაკვდავი ვარსკვლავი, ბრუნავს რა თავისი ღეძის გარშემო, გამოტყორცნის ელექტორონებსა და პროტონებს. მაგნიტურ პოლუსებთან წარმოქმნილი პლაზმა გარემო სივრცეში უკან დაუბრუნებლად გადადის(ნაცრისფერი კონუსები). იმ შემთხვევაში, როცა ბრუნვის ღერძი(სურათზე ვერტიკალური) არ ემთხვევა მაგნიტური ველის ღერძს, ჩნდება პულსირების ეფექტი: დედამიწამდე სიგნალი მოდის, როგორც შორეული შუქურას ნაწყვეტი სინათლე – პერიოდული ანთებები, პულსაციები.
თუმცა ეს დაბალი სისწრაფით ხდება, რაც თავის მხრივ ნეიტრონული ვარსკვლავის სუსტ მაგნიტურ ველზე მიუთითებს(ძლიერი ველი დააჩქარებდა დამუხრუჭებას, რადგან მეტი ნივთიერების გამოტყორცნა მეტიენერგიის დანაკარგს ნიშნავს). ველის შესუსტება კი არის პროცესი, რომელიც კომპანიონი ვარსკვლავიდან მოპარული მატერიის გამოხდება. რადიოსიგნალში, რომელიც PSR J2007+2722-დან მოდის, არ შეიმჩნევა გამოსხივების წანაცვლება, ანუ პულსარი არ ბრუნავს სხვა მნათობის გარშემო. როგორც ჩანს ამაჩქარებელი კომპანიონი, საიდანაც პულსარი ერთ დროს მატერიას იღებდა აფეთქდა როგორც ზეახალი ვარსკვლავი, აფეთქების დროს კი ეს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.