ტექსტში ნათქვამია, რომ მარსმავალის მიერ ნანახ ნივთიერებათა შორის არის პერქლორატიც – ჟანგბადისა და ქლორის მარტივი ნაერთი. რიგი ქიმუირი რეაქციების ჩატარების მერე „ცნობისმოყვარემ“ მეთანის ორგანული ნაერთების არსებობაც დააფიქსირა, თუმცა, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, მათში შემავალი ორგანიკა, შიძლება, დედამიწიდან თვითონ მარსმავალმა მიიტანა(1).
მისია „ცნობისმოყვარეს“ პირველი ეტაპის კომენტირებისას, ნასას სპეციალისტებმა მარსმავლის გეგმიური მუშაობის მიმდინარეობა მოიწონეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში „ცნობისმოყვარეობა“ უფრო მნიშვნელოვან აღმოჩენებს გააკეთებს.
მარსმავალი პლანეტაზე 6 აგვისტოდან იმყოფება. მისიის ძირითადი ამოცანებია, სიცოცხლის შესაძლო ფორმების ძებნასთან ერთად, მარსის გეოლოგიისა და კლიმატის შესწავლა(მარსმავლები).