NASA-მ ორბიტული კოსმოსური მისიებისთვის 13 კომპანია შეარჩია

 NASA-მ კომერციული ორბიტული კოსმოსური სადგურების  ასაგებად საჭირო კვლევების ჩასატარებლად 13 კომპანია შეარჩია. მათ შორისაა Boeing (“ბოინგი”) და ამაზონელი მილიარდერის, ჯეფ ბაზოსის Blue Origin (“ბლუ ორიჯინ”) (doing studies for NASA on the future of commercial human spaceflight in low Earth orbit). კვლევები დეკემბერში ჩატარდება და თითოეულის ღირებულება დაახლოებით 1 მილიონი დოლარი იქნება. NASA-ს ინიციატივით, 2025 წლისთვის, დაბალ ორბიტაზე ფრენები თითქმის სრულად კომერციული უნდა გახდეს. პროგრამა მოიცავს ვიზიტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ასევე -- გულისხმობს ახალი სადგურების აგებასა და ექსპლუატაციას.

ამ ილუსტრაციაზე გამოსახულია Bigelow Aerospace B330 მოდულებით აგებული ორბიტული კოსმოსური სადგური, რომელსაც SpaceX-ის ხომალდი Dragon უახლოვდება (Bigelow Aerospace).

 ბეზოსი კოსმოსში მილიონობით ადამიანის დასაქმებას და დასახლებას გეგმავს -- მისი კომპანია ”Blue Origin” ინტენსიურად მუშაობს სუბორბიტული და ორბიტული ფრენების უსაფრთხოებაზე და მთვარის მრავალჯერადი დაშვების ლენდერის მოდელზე, სახელწოდებით ”Blue Moon”. მაისში, ”Boeing”-ს გენერალური დირექტორი დენის მულენბურგი ე.წ. ”დედამიწის ორბიტული ეკოსისტემების” ათობით კაფსულის აგენას და გაშვებას აპირებს (laid out a vision for having up to a dozen outposts). 13-ვე კომპანიამ ახლო მომავალში უნდა წარმოადგინოს დეტალური გეგმები და რეკომენდაციები დედამიწის ორბიტაზე დასახლებული პლატფორმების განთავსების შესახებ. სადაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული საერთაშორისო კოსმოსური სადგურის როლი ყველა არასამთავრობო კომერციული ენტერპრაიზის ფუნქციონირების მიუხედავად.

 “როდესაც სკს -- საერთაშორისო კოსმოსური სადგური ავაგეთ, არ გვეგონა, ამდენ სარგებელს თუ მოიტანდა.” -- აღნიშნავს სკს პროგრამის სამთავრობო დირექტორი სემ სიმემი – ”აღფრთოვანებული ვართ, რომ პროგრამა ახალ საფეხურზე ინაცვლებს -- უამრავ კომპანიასთან გაფორმდა კონტრაქტი, რაც კოსმოსური ეკონომიკის აღორძინების და კოსმოსის ათვისების კომერციალიზაციის საშუალებას მოგვცემს”.

 თუმცა NASA ხაზგასმით აღნიშნავს, რომ  კომერციალიზაციას თავისი შეზღუდვებიც აქვს: ბოლო აუდიტის დროს NASA-ს გენერალურმა ინსპექტორმა განაცხადა, რომ ბიზნესის თვალსაზრისით, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის სრული კომერციალიზაციის მიზნობრიობა, ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია. სავარაუდოდ, 2025 წლისთვის ის სრულად თვითანაზღაურებად და შემოსავლიან სუბიექტად არ გადაიქცევა.

 ”Blue Origin” და ”Boeing” გარდა, ჯგუფში შედიან ორგანიზაციები, რომლებსაც კოსმოსური სასტუმროს აშენება სურთ: Axiom Space, Bigelow Aerospace და NanoRacks; სხვა კომპანიებს მხოლოდ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ინდივიდუალური ვიზიტების კომერციალიზაცია აქვთ გადაწყვეტილი. 2001 წლიდან სკს-ზე 7 ასეთი ფასიანი ვიზიტი განხორციელდა (ბიგელოუს შესახებ ასტრონეტზე).

 კოსმოსურ პროპგრამაში შემოაბიჯა რამდენიმე ისეთმა კომპანიამ, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც სამთავრობო ბიზნესის კონსულტანტები და არა როგორც ფრენების განმახორციელებელი ერთეულები, როგორიცაა: Deloitte Consulting, McKinsey & Co. და KBRwyle.

ამ სიაში არ არის  SpaceX, რომელიც უკვე ახორციელებს სკს-ზე ტვირთის ტრანსპორტირებას და მალე ეკიპაჟებსაც გადაიყვანს (and will soon transport astronauts as well). ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რატომ არ არის SpaceX ამ სიაში -- არც NASA და არც  SpaceX ამაზე კომენტარს არ აკეთებენ. სავარაუდოდ, ამ ორი კომპანიის ამჟამინდელი თანამშრომლობა უკვე წარმატების ზენიტშია და დამატებითი კონტრაქტების საჭიროებაც არ დგას. SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ყოველთვის იყო ცნობილი, როგორც მარსის კოლონიზაციაზე მომუშავე (more on Mars settlement), და არა დედამიწის ორბიტაზე სასტუმროების ამშენებელი კომპანია.

ქვემოთ მოცემულია პროგრამაში მონაწილე 13-ვე კომპანიის ჩამონათვალი:

  • Axiom Space, ჰიუსტონი
  • Bigelow Aerospace, ლას ვეგასი
  • Blue Origin, კენტი, უოში
  • The Boeing Co., ჰიუსტონი
  • Deloitte Consulting, მანჰეტენ ბიჩი, კალიფორნია
  • KBRwyle, ჰიუსტონი
  • Lockheed Martin, ლითლთონი, კოლორადო
  • McKinsey & Co., ვაშინგტონი
  • NanoRacks, ვებსტერი, ტექსასი
  • Northrop Grumman, დალის, ვაიომინგი
  • Sierra Nevada Corp., ლუისვილი, კოლორადო
  • Space Adventures, ვენა, ვაიომინგი
  • Space Systems/Loral, პალო ალტო, კალიფორნია

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.