მორზე

 შენიშვნა: მოთხრობაში მოყვანილი ფაქტები და მთავარი მოქმედი გმირები შეესაბამება ისტორიულ ანუ ფაქტობრივ მდგომარეობას, ხოლო დიალოგები წარმოადგენენ მოვლენათა რეკონსტრუქციას და განიხილება როგორც ჰიპოთეტურ დაშვება.

1825 

ქალაქი ნიუ იორკი, 1825 წლის იანვარის მიწურულს.
asdsada
მძიმე, თოვლიანი ღამის შემდეგ ქალაქი ნიუ იორკი ნისლის ბურანში გახვეული, მდინარე ჰუდზონსა და ატლანტიკის ოკეანეს შორის ტივტივებდა. იმ დილით ციოდა, იმ დილით მზე ანათებდა. რბილი ნაფლეთები ოხშივარად ასდიოდა მდინარის თბილ ზედაპირს.

 ქალაქს რომელსაც არასდროს სძინავს, არ ეძინა დაბადებიდან. ლივლივა ტალღებს პორტისკენ ათობთ გემი მიუყვებოდა. ზოგი კი პირით ატლანტიკისკენ შებრუნებული, ნიავის ნაკადში გაშლილ აფრებს აფრიალებდა.

იდგა 1825 წლის თებერვალი, ქალაქი მასპინძლობდა სტუმარს საფრანგეთიდან.

– მუსიე, კომონ სავა? – ეკითხებოდნენ ფრანგულად და არა ფრანგულად მოლაპარაკენი. დიდი პატივი იგრძნობოდა მათ ტონში.
– სავა ბიენ! – პასუხობდა სტუმარი და თავს ამაყად ატრიალებდა, ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ. და ასე თავაწეული მიემართებოდა გუბერნატორის სახლიდან სასტუმრომდე რომელსაც სახელად „მონრო“ ერქვა.

 1789 წლის ფრანგულ რევოლუციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მარი-ჯოზეფ პაულ ივ როშ გილბერტ დე მონტიერ მარკიზ დე ლაფაეტს უდიდეს პატივს მიაგებდნენ რევოლუციის გულშემატკივარ ამერიკაში. არც ის ღვაწლი დავიწყებიათ ქალაქის მაცხოვრებლებს, რომელიც მან ამერიკის განმანთავისუფლებელ ომში შეიტანა.

– ჩქარა, ჩქარა! – გასძახებდა ლაქიას, ასე 33 წლის ახალგაზრდა მამაკაცი.
– ვერ ხედავთ, მოყინულია?!
– მაგვიანდება!
– ოხ ეს ჩამოსულები! – წაიწუწუნა ლაქიამ – თქვენ სადაური ბრძანდებით მისტერ?
– მასაჩუსეციდან!
– ჰო, მასაჩუსეცი მიყვარს, ლამაზი ხეებია!
– შეგიძლიათ დაუჩქაროთ?
–  ვერ ხედავთ ცხენები ისედაც გათოშილები არინ?! – ახალგაზრდა მამაკაცი მიხვდა, რომ შეგონებას აზრი არ ჰქონდა.

– თქვენი სასტუმროს სახელი შემახსენეთ! – გადმოსძახა ლაქიამ
– მონრო! – ტყავის საკვოიაჟიდან წერილი ამოიღო – კი ნამდვილად მონრო!
– აი კიდევ ერთი მოსახვევიც და ეგაა! – ეტლმა მარჯვნივ გაუხვია და ნისლს მიღმა წარწერა ჰოტელ „მონრო“ გამობუნდოვნდა! – აი მოვედით
– აჰა ინებე! – მორზემ ლაქიას თანხა გაუწოდა.
– თუ რამე დაგჭირდათ ჯოი მენვილი იკითხეთ, წამში გავჩნდები მისტერ სამუელ! – მიაძახა ლაქიამ, იმედით.

delivery-Service-id-NPG-NPG-80-208-Morse-d1
სამუელ მორზეს შესრულებული თავისი თავის პორტრეტი

სამუელი სასტუმროს კარებს უსწორდა.
– თქვენ სამუელი ბრძანდებით? – დააზუსტა კონსიერჟმა, რომელმაც ყური მოკრა ლაქიას საუბარს.
– დიახ, სამუელ მორზე!
– მობრძანდით გელოდებიან! – კონსიერჟმა კიბეებისკენ მიუთითა.

– ნიუ იორკის მერე საით მონ ამი? – გადახედა თავის ერთგულ მეგობარს
– ვაშინგტონი მარკიზ! – თავაუწევლად უპასუხა ჟაკმა, რომელიც ჭიქა ვისკის ყნოსავდა.
– მოკლედ მოსვენებას არ გვაძლევენ ეს იანკები, მოდი ჩამოდი მოიარე 24 შტატიო, გეგონება ოცი წლისა ვიყო, კიდე კარგი მეტი შტატი არ აქვთ! – მარკიზმა ვისკი მოწრუპა.
– ლაფაეტი აქ ყველამ იცის, ბოლო ბოლო პრეზიდენტმა მონრომ გთხოვათ, სახელმწიფოს სტუმრის სტატუსი ცოტა არ არის!
– მონრო, ეეეჰ, ერთი გამხდარი და მოწყენილი კაცია! – ჩაიქნია ხელი ლაფაეტმა
– მარკიზ, მგონი ასაკი დაგეტყოთ!
– რაში?
– წუწუნში! – წამით ოთახში დუმილი ჩამოვარდა.
– შესაძლოა! – ლაფაეტმა ბოლო წვეთი ვისკით ყელი ჩაისველა და ფანჯრისკენ მიტრიალებული ჩაფიქრდა.
– ისე აქ რომ იცის სიცივეები ისეთი ჩვენთან არ იცის! – განაგრძო
– საფრანგეთში?
– ჰო!
– დალევთ კიდევ მარკიზ?
– კი დავლევ, ეს ბრიყვი მხატვარი მაინც აგვიანებს!
„ბრიყვი“ მხატვარი კი მისაღებ ოთახში ელოდა და მოჩუქურთმებული კედლების თვალიერებით იყო დაკავებული.

კონსიერჟმა კარებზე დააკაკუნა, შემდეგ შემოაღო.
– მხატვარი მოვიდა მუსიე!
– შემოუშვი, შემოუშვი! – გასძახა ოდნავ შეთრობილმა ლაფაეტმა.
ახალგაზრდა კაცი მისაღები ოთახიდან სასტუმრო ოთახისკენ დაიძრა.
– გამარჯობათ!
– გამარჯობა! – ახედა ლაფაეტმა მორზეს – შენ ხარ მონროს ნაქები მხატვარი?
– თუ მონრომდე იყო ჩემი ამბავი მისული არც ვიფიქრებდი! – გაეღიმა სამუელს.

eca861d0507583855df8dd6dc556207c
მარკიზ დელაფაეტის პორტრეტი შესრულებული სამუელ მორზეს მიერ

– ჰმ? – კიდევ ერთხელ შეათვალიერა შავ მაკინტოშში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი – დაჯექი დაჯექი! – სავარძლისკენ მიუთითა – ეს ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი ჟაკ მონპელიეა – ჟაკმა ახლად მოსულს ხელი გაუწოდა, იმანაც საპასუხოდ.
– სასიამოვნოა!
– აბა მითხარი ყმაწვილო, როგორ ხართ ოჯახში?
– თქვენ ჩემს მშობლებს ალბათ იცნობთ?
– კი, ვიცნობ, შევხვედრილვარ პასტორ ჯედიდას კონგრესში! – უშნოდ გაეცინა მარკიზს.
– სასიამოვნოა! – გაუღიმა მორზემ.
– აბა, რას ვშვრებით დღეს?
– მოდით ჯერ ადგილი და სამოსი ავარჩიოთ, მერე მე ქალაქში საღებავებს მოვიძიებ და ხვალ ან ზეგ დავიწყოთ ხატვა!
– მშვენიერი. მითხრეს რომ პორტრეტების სპეციალისტი ხარ!

 ჩემო ერთგულო მეგობარო! – ასე იწყებოდა ლუკრეციას წერილი – მე კარგად ვარ, სუზანა და ჩარლზიც კარგად არიან. სუზანას ამბავი ხომ იცი, სულ ცანცარშია, ლამფა წაგვიქცია და ცოტა შეგვაშინა, მაგრამ ძიძამ ჩაქრობა მოასწრო. მუნჩმა კურდღელი დაიჭირა. შენ ვერ წარმოიდგენ მის სიხარულს, მთელი საღამო ყეფდა. მამა ჯედიდა და ელიზაბეტი ჩამოვიდნენ. როგორც ყოველთვის ბატონი კონგრესმერი ყველაფრით უკმაყოფილოა. გუშინ ისევ თოვდა. მამა შეწუხებულია, ეშინია რომ მშობიარობა თუ დამეწყო ექიმი ვერ მოგვისწრებს. ტკივილი მქონდა, მაგრამ გამიარა. ეტყობა ჩვენს პატარას სამყაროს თვალიერება ეჩქარება. შენ როგორ გიკითხო? ძვირფასო, აგიყვანა ლაფაეტმა? ძალზე მინდა ვიცოდე!  გვენატრები და გელოდებით. სიყვარულით ლუკრეცია! – ლუკრეცია პიკერინგ ვოლკერი სულ რაღაც ოცი წლის იყო როდესაც მეუღლედ 28 წლის მორზე აირჩია. წყვილს უყვარდათ ერთმანეთი და იმ მომენტისთვის, როდესაც სემუელ მორზე ლაფაეტს პორტრეტის დასასრულებლად ვაშინგტონში მიყვებოდა ცოლ-ქმარი მესამე შვილის მოლოდინში იყვნენ.

– მითხარი სემი, რას ფიქრობ შავკანიანებზე?
– შავკანიანები კარგი მუშა ხელია, მარკიზ!
– მუშა ხელი. არა?
– ხო, ისინი, რომ არა სამხრეთ შტატები შიმშილით მოკვდებოდნენ!
– შენ იცი როგორ ექცევიან მათ?
– კი, მარკიზ!
– რა მოხდება თუ მათ გავათავისუფლებთ?
– ჩემი აზრით! – მორზე ჩაფიქრდა და შორს ეტლის სარკმელში ჩამავალ მინდვრებსა და ბორცვაკებში დაიწყო პასუხის ძიება – აი წარმოვიდგინოთ, რომ მთელი ცხენები გავუშვათ ტყეებში და მინდვრებში, რა მოხდება?
– ეტლში ჩვენ შეგვაბამ თუ?! – უპასუხა ჟაკმა, რომელიც ლაფაეტისა და მორზეს საპირისპიროდ იჯდა.
– ჰო, სწორედ ეგ არის ჩემი პასუხიც!
– ჰმ! – ჩაეცინა ლაფაეტს – შენი აზრით ისინი ადამიანები არ არიან?
– როგორ გითხრათ, ისინი უფრო, აი, აი კუთვნილებაა. როგორც მაგალითად ცოლი ქმრისთვის, ცხვარი მწყემსისთვის! – მორზეს სიტყვების შემდეგ ლაფაეტმა ნუგეშის საძიებლად ჟაკს ფართო  თვალებით გახედა.
– ჰმ,გასაგებია! – ლაფაეტს ისევ გაეღიმა – ახლა ის მითხარი ერთად როგორაა შენში თავმოყრილი კალვინიზმი და შავკანიანებისადმი ეს დამოკიდებულება? – მორზეს საშინლად გაუკვირდა, სადღაც ეწყინა კიდეც, მაგრამ მის წინ დიდი გენერალი, ლაფაეტი იჯდა, რაც მას გრძნობების მოთოკვას აიძულებდა.
– ბიბლიაში, მონეობის საწინააღმდეგო არაფერია, მე და ჩემი ოჯახი აქედან გამოვმდინარეობთ!
– აააჰა, გასაგებია, პასტორი ჯედიდას გავლენა იგრძნობა! – მარკიზს ისევ გაეცინა.
– მეც, მაქვს კითხვა თუ შეიძლება? – ჟაკიც ჩაება
– კი მუსიე! – მიუგო მორზემ.
– მაშინ, ის მითხარი ამერიკის კონსტიტუციაზე და ადამიანის უფლებათა ფრანგულ დეკლარაციაზე რას ფიქრობ? – მარკიზი ეტლის სავარძელში აიფოფხა და ამაღლდა, რადგან ადამიანის უფლებათა დეკლარაცია მისი და ტომას ჯეფერსონის მონაწილეობით იყო შეიქმნილი. ამაყობდა ლაფაეტი.
– ჰმ! – მორზემ თავი დახარა – ვიტყოდი, რომ მშვენიერი იდეაა, კარგია, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, მე მომწონს თანასწორობის იდეა, მაგრამ ვფიქრობ ეს უტოპიურია!
– რატომ? – შეწუხდა ლაფაეტი
– თანასწორობა ვისთან? მონებთან? ეს ხომ წარმოდგენელია!
– რატომ, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო? – მარკიზმა უკვე მოახერხა წინარე აღშფოთების დამალვა და რბილად შეუბრუნა კითხვა.

City-of-Washington-from-Beyond-the-Navy-Yard-by-George-Cooke-1833
ვაშინგტონი 1833 წ

– ხალხი არაა მზად! როგორც გითხარით თუ ყველა ცხენს გავუშვებთ და უეტლოდ დავრჩებით ხვალ პური აღარ იდება ჩვენს მაგიდებზე!
– გასაგებია! – მარკიზმა პირი ფანჯრისკენ იბრუნა და ცოტა ხანი ფიქრობდა ღირდა თუ არა ამ ყმაწვილის გადარწმუნება, მაგრამ შემდეგ მისი მზერა შორს დაბლობში, ნდინარე პოტომაკის ნაპირებზე ჩამალულმა ქალაქის სილუტმა მოიტაცა. ეს ვაშინგტონი იყო.

იმ დღეს მოსვენება ჰქონდა დაკარგული. მარკიზი კი მშვიდად პოზიორობდა. შეამჩნია რა, რომ ახალგაზრდა მეგობარი ცქმუტავდა, მზერა სემის უსწორა.

– რა ხდება სემ?
– ვერ გეტყვით, მგონი ცუდად მეძინა!
– ექიმს ხომ არ დავუძახო?
– არ, არ მგონია!
– ჟაკ, ჟაააკ! – დაიძახა ლაფაეტმა. ჟაკიც მაშინვე შემოვარდა ოთახში – ჟაკ, სახლში წაიყვანე დღეს დაისვენოს!
– არ, არაა პრობლემა, განვაგრძოთ!
– მირჩევნია დღეს წახვიდე, და ხვალ ორმაგად იმუშაო! – უჩვეულოდ მზრუნველი, მამის ტონით მიმართა სემის, სემიმაც თავი დაუქნია.
მორზეს მთელი გზა კრინტი არ დაუძრავს, გაუგებარ ფიქრებს შორის რაღაც ნაცნობს ეძებდა, მაგრამ ვერას მოეჭიდა და ასე განვლო მთელი გზა.
– სემი, რამე ხომ არ გჭირდება?
– არა მადლობა! – ჟაკი ეტლში დარჩა, მორზე კი თავისი ოთახისკენ გზას გაუყვა.

 ეს დღე უცნაური იყო, უცნაური ყველაფრით და გაუგებარი, მაშ როგორ უნდა შეემჩნია საწოლად ჩავარდნილ მორზეს კარის ქვეშ შეცურებული წერილი. ვერ შეამჩნევდა და ვერც შეამჩნია.

 „სამუელ, სამი დღის წინ ვაჟი შეგეძინა, ღმერთის წყალობით ჯამრთელი და ღონიერი ბიჭია.  ყველაფერი კარგად იყო დღევანდლამდე. უფლის ნება იყო ეს შვილო, ლუკრეცია ჩვენთან აღარაა! დიდი სიხარული რომელიც აქ “ნიუ ჰევანსში” დაგვეუფლა უდიდესმა მწუხარებამ მოიცვა. ლუკრეციამ დიდი ძალები დახარჯა მშობიარობისას, ძალიან ვწუხვარ! როგორც დოქტორი ბრედი ამბობს გულმა ვერ გაუძლო და ლუკრეცია გარდაიცვალა. გთხოვ, უახლოეს ჟამს ჩამოხვიდე. გახსოვდეს შვილო ყველაფერი ღვთის ნებაა!“- წერილზე ბეჭედი:”კონგრესმენი ჯედიდა მორზე.”

 3 დღე გზაში გაატარა, დაკრძალვას ვერ მიუსწრო. სამუელ მორზე დაქვრივდა, დაქვრივდა გამოუმშვიდობებლად. ლუკრეცია 26 წლის იყო.

 

1832

uss-boston-1825-product-image
მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის დამახასიათებელი საზღვაო ხომალდის ილუსტრაცია

მეუღლის გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა. გემი საფრანგეთიდან ამერიკამდე ზღვას მიაპობდა. მზიანი იყო ეს საღამო. მზიანი იქით, დასავლეთით, საითაც სახლი ეგულებოდა. ზღვაზე ჩამავალი მზის წითელი ანარეკლის მყუდროებას ნიუ იორკის შორეული შუქურის სიყვითლე არღვევდა. სახლი ახლოს იყო, მოგზაურობა იწურებოდა. მხიარული იყო მორზე და მწუხარე. უკვე მესამე წელი მიდიოდა რაც ბავშვები არ ენახა. იქით სულ იქით სადაც მზე ჩადიოდა და მწუხარე იყო ეს საღამო. ლუკრეცია აღარ ელოდა, ვინ ჩაეხუტებოდა მოწყურებულ მოგზაურს? მამაც, გარდაიცვალა, ვეღარ მოაბეზრებდა  თავს რჩევებით, თანადგომითა და ერთგულებით. არც დედის თბილი გამოხედვა ელოდა სახლში, ქვეყანაში საითაც გული მიუწევდა მხოლოდ ბავშვები იყვნენ სიხარულის მიზეზი. მორზე იჯდა ქიჩოზე მწუხარე და მხიარული.

– კარგი საღამოა დღეს მეგობარო, კარგი! – ხელები ჰაერში გაშალა და ჟანგბადი ხარბად ჩაჰბერა ფილტვებს.
– ნამდვილად ჩარლზ! – უპასუხა მორზემ ისე, რომ ჩარლზ ჯეკსონისკენ არც კი გაუხედია, ისევ ტალღებზე ანარეკლებად  ასხლეტილ მზის დისკს და შუქურის ლივლივს უყურებდა.
– რას ხატავ? – შენიშნა რა მორზეს წიგნაკში ნახაზი სილუეტი და ფანქარი ხელში.
– არაფერს! – მორზემ წიგნაკი დახურა.
– ჰმ, მგონი ხელი შეგიშალე.
– არა მეგობარო, უმნიშვნელოა! – მორზემ ახედა . ჯეკსონი მორზეს გვერდით ჩამოჯდა.
– ექვსი კვირაა ამ გემზე გვძინავს და მაინც ვერ მივეჩვიე გემის ქანაობას! – აწუწუნდა ჯეკსონი.
– ქანაობას რა უჭირს, ბოცმანის ხუმრობები იკითხე თორე!

g-Mf-Waw-UM6-RT9-Or6-FX9-XKp-M6-STgk7-Q0-YGH0-Sgyc-Leka-Sm-GKq1yeg-Qr-j4-g-ITjo-ALs-KDb-Lwp-Jc-Pi-p-
მაიკლ ფარადეი 1791-1867 წ ბრიტანელი ფიზიკოს – ექსპერიმენტატორი

– ჰო, მაგისი დათრობა არ შეიძლება! – გაეცინა ჯეკსონს – სამუელ, გუშინ რომ ვილაპარაკეთ ფარადეიზე თუ გახსოვს?
– კი, როგორ არა, ინგლისელი სექტანტი, დაიცა რა ერქვა? – სიტყვა დაავიწყდა და ჰაერში დაიწყო ძებნა.
– გლასიტესისტი! – შეახსენა ჯეკსონმა
– ჰო გლასიტესისტი, ნეტა როგორ უძლებს თავს? – ღრმად მორწმუნე  მორზე რა თქმა უნდა ვერ და არ აღიარებდა კათოლიციზმის სხვა სექტებს გარდა კალვინიზმისა. მეორეს მხრივ ერთი სექტანტის მეორეს მიმართ დამცინავი ტონი ჯეკსონისთვის საკმაოდ სახალისო ჩანდა.
– რელიგია გვერდზე რომ გადავდოთ, სიმართლე გითხრა კარგი ექსპერიმენტატორია!
– ჰმ, გლასიტესისტი, ჯერ რა სიტყვაა! – მორზე თავისივე სარკასტულ განწყობაში ნებივრობდა.
– დეივის სიკვდილის შემდეგ ლაბორატორია მან ჩაიბარა. – ჯიუტად განაგრძო ჩარლზმა – წინა წლის ექსპერიმენტი მართლა შთამბეჭდავია. მის ლექციაზე ყოფილხარ სამუელ?
– არა, მე კუნძულზე არ ვყოფილვარ, ლუვრი, ძველი მხატვრობა, ხომ გესმის?!
– ჰო, მოკლედ, კარგი ვინმე ჩანს ეს მაქსველი!
– ამერიკელებიც, არ დააკლებენ! – პატრიოტიზმმა იფხიზლა მორზეში.
– ვინ, ჯოზეფი?

Joseph-Henry
ჯოზეფ ჰენრი ამერიკელი ფიზიკოსი 1797-1878 წ

– ჰო, რატომაც არა, ჯოზეფ ჰენრი!
– ჰო! – დაფიქრდა ჯეკსონი – ალბათ დრო გვიჩვენებს. ისე ამბობენ ფარადეის სკოლაც არ დაუმთავრებიაო!
– აი, ხომ გეუბნებოდი, მაგან რა უნდა გამოიგონოს! -იცინოდა მორზე
– ჰო, მაგრამ მართლა კარგი ექსპერიმენტატორია.
– მაგალთად?
– ჰომოპოლარული მოტორის ექსპერიმენტი 1921 წელს!
– ეგ ორსენის დამსხურება უფროა!
– რანაირად?
– ელექტრომაგნეტიზმი რომ არ აღმოეჩინა კრისტიან ორსენს, ფარადეი ვერაფერსაც ვერ იზამდა!
– ელექტრო მაგნიტური ინდუქცია? – მორზე შეყოვნდა, რადგან ჩარლზი იმ ველზე გადავიდა სადაც მორზეს კომპეტენცია აღარ ყოფნიდა – ელექტრო გენერატორი? – განაგრძო ჯეკსონმა.
– ასე მგონია აღფრთოვანებული ხარ მაგ კაცით, მასეთ ექსპერიმენტებს ჯოზეფ ჰენრიც ატარებს! – უხეშად ჩაეჭრა სიტყვაში მორზე
– ჰენრი, ჰენრი არა! მაგის ელექტრომაგნიტი გენერატორთან ვერ მივა. წარმოიდგინე დენის უწყვეტი წყაროა გენერატორი!
– და რაში გამოგვადგება, რომ? – ჩარლზს მანამდე ნაფიქრი არ ჰქონდა თუ რა შედეგი შეიძლებოდა მოყოლოდა დენის ფართო გავრცელებას.
– იცი, იცი ჰმ! – ჯეკსონი ჯერ კიდევ ფიქრობდა. – ხომ გინახავს, ნუ გაზეთში წაგიკითხავს მაინც. დენის ორ წყაროს შორის ჰაერში ნათება, რომ ჩნდება?
– კი, მგონი ნიუ იორკის შტატის გაზეთში დაიბეჭდა, აღარ მახსოვს ვისი ექსპერიმენტი იყო!
– ჰო და წარმოიდგიე, რომ ეგ ნათება სულ გქონდეს! – ჯეკსონს თვალები უციმციმდა თითქოს მართლა უყურებდა ნახსენებ ნათებას. მორზე ცდილობდა წარმოედგინა ჯეკსონის დახატული სურათი. მერე ისევ პორტისკენ გაიხედა. თვალი შუქურის სინათლეს გამოაყოლა შემდეგ გემის ქიჩოს და ქიჩოს სიგრძეზე განლაგებულ ლამფათა რიგს, რომლებიც ვეშაპის ქონს შავ ჭვარტლად წვავდნენ.
– ჩარლზ ამ ნათების კონტროლი რომ შეგვეძლოს?
– რას გულისხმობ?
– ჩააქრო აანთო!
– ეგ ძაზლზე მარტვია მეგობარო, უბრალოდ ენერგიის წყაროს, გენერატორს ან ბატარეას უნდა გამოაერთო! – მორზე ისევ ჩაფიქრდა. – რაო, რა გაწუხებს მეგობარო?
– თუ ჩააქრობ და მერე აანთებ, მერე ისევ ჩააქრობ!
– რას გულისხმობ?
– აი შუქურას შეხედე, სინათლე რომ ტრიალებს ხან ჩვენკენ იყურება ხან არა!
– ანუ ელექტრო ნათება სიგნალად რომ ვაქციოთ, ნიშანი, რომ იყოს?
– ხო დაახლოებით, არი ეგეთი შემთხვევა?
– ნუ, ნუ! – ჩარლზი წამოდგა და ბოლთას სცემდა. – ნუ კი იყო ეგეთი შემთხვევა! – მეხსიერებაში ჯოზეფ ჰენრის განცხადება ამოტივტივდა – კი მგონი იყო რაღაც მზგავსი! – თვალები მორზეზე შეაჩერა – ჯოზეფ ჰენრიმ თქვა, რომ მრავალშრიანი ელემენტი შექმნა, რომელსაც შორ მანძილზე  შეეძლო იმპულსის გადაცემა. რა ერქვა, ჰმ?!
– ჰმ, საინტერესოა! – ახლებურად აენთო მორზე რადგან ჩარლზთან ეს საუბრები მის მეგობარ და კოლეგა, პროფესორ ჯოზეფ ფრიმანთან გრძელ და “ელექტრულად დამუხტულ” საუბრებს აგონებდა
– ჰო, ჰო ტელეგრაფი, ბერძნული სიტყვაა ხო?
– მემგონი!
– ტელე-გრაფ. რომელიღაცა აქედან მანძილს ნიშნავს!
– არ ვიცი ვერ დაგიდასტურებ!
– იცი, პირველი ელექტრული ტელეგრაფის იდეა ფრანცის რონალდს ეკუთვნის!
– ეგ ვინაა?
– კიდევ ერთი “კუნძულელია” – გაუღიმა ჩარლზ ტომას ჯეკსონმა
– იმედია ეგეც გლასიტესისტი არაა! – ორივემ ხმამაღლა გაიცინა.
Jackson-Charles-Thomas
ჩარლზ ტომას ჯეკსონი ამერიკელი ფიზიკოსი 1805-1880

ბოცმანმა თავის მრვალნახულ სასტვენს ჩაჰბერა და მეზღვაურბი ამოძრავდნენ. ზოკი აფრებს მიეშურა, ზოგი ღუზას, ზოგი თოკებს ჭიმავდა, კაპიტანი კი ამაყად გადაჰყურებდა სანაპიროს, გულმოდგინე აზრით, რომ კიდევ ერთი წარმატებული და რაც მთავარია უმსხვერპლო მგზავრობა დასრულდა.

 ჯეკსონთან დამშვიდობების შემდეგ მორზე მოუსვენრობის მორევმა ჩაითრია. მისი გონება ტელეგრაფს დასტრიალებდა და ათასი კუთხიდან ათვარილეებდა აზრს, რომელიც გემზე სასიამოვნო საუბრისაგან ჩაეღვენთა . შორს ნისლში, სამშობლოს მიღმა, შვილების,  გარდაცვლილი მშობლებისა და მეუღლის მიღმა, რაღაც უფრო მნიშვნელოვანს უმზერდა თავისივე თავით განცვიფრებული.

440px-Jedidiah-Morse-Gravestone-New-Haven
ჯედიდა მორზეს საფლავი ნიუ ჰევანსში

 “ნიუ ჰევანისკენ” გაემართა, სადაც მას საფლავები ელოდა. მამა, დედა და საყვარელი ლუკრეცია. იდგა მორზე საფლავებთან. ლუკრეციას საფლავი კი იწვა მარტოდ, მოშორებით, ისევე მარტო როგორც გარდაიცვალა. მორზე იდგა და თითქოს მამის გამოგზავნილ წერილს ლუკრეციას საფლავის ქვაზე კითხულობდა, იმეორებდა და იმეორებდა გონებაში: “დღეს ლუკრეცია გარდაიცვალა. გთხოვ, უახლოეს ჟამს ჩამოხვიდე. გახსოვდეს შვილო ყველაფერი ღვთის ნებაა!”.

 მორზე ნიუ იორკში დაბრუნდა და სამხატვრო სტუდიის კაბინეტში ჰპოვა სიმშვიდე. კარჩაკეტილი იდეის განხორციელებას შეუდგა. ეს იყო მუზა, რომელიც მხატვარ მორზეს ჯერ არ ეგრძნო, არ გაეგო და უცნაურად ატორტმანებდა. იყო ძახილი, რომელიც მხატვრობას არ ჰგავდა, მაგრამ მძაფრად და უხეშად გუგუნებდა. მას ტელეგრაფი უნდა გაეკეთებინა.

1835

morse-telegraph
1835 წლის სამუელ მორზეს ტელეგრაფის პროტოტიპი

 1935 წლამდე მორზეს პროტოტიპი არ წარუდგენია. სანამ მორზეს პირველი ტელეგრაფი “ცხვებოდა” მან მოასწრო გამხდარიყო ნიუ იორკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მხატვრობისა და მოქანდაკეობის დარგში. ასევე მან დაასრულა ნახატი “ლუვრის გალერეა” სადაც ცენტრალურ ადგილს თვითონ მორზეს ფიგურა იკავებს. 1835 წელსვე ის ხდება ასოცირებული პროფესორი ნიუ იორკის სამხატრო უნივერსიტეტში, ამჯერად ლიტერატურის დარგში. და აი ისიც ჩამწერი ტელეგრაფის წარდგენის დღე.  ეს იყო მოძრავ ქაღალდზე (ლენტაზე)  ფანქრით დაბოლოვებული მხაზავი ისარი, რომელიც იმეორებდა წინასწარ გამზადებული შაბლონის კონტურებს.

1837-1844

1844-telegraphreceiver
1844 წლის სამუელ მორზე ტელეგრაფის მოდელი

 მიუხედავად იმისა, რომ მორზეს ტელეგრაფი არ იყო პირველი პროტოტიპი მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის, მაგალითად: გაუსის ტელეგრაფი 1833წ, კუკისა და ვეტსტოუნის 1837 წ,  მანამდეც სხვა  ექსპერიმენტალური მოდელების მიუხედავად მორზეს მოწყობილობა ყველაზე წარმატებული და შესაბამისად ცნობადი გამოდგა. ეს განაპირობა რამოდენიმე ფაქტორმა. მიუხედავად იმისა რომ მორზეს ფიზიკაში ცოდნა სერიოზულად მოიკოჭლებდა, უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობამ საჭირო ხალხის ნაცნობობა შესძინა. განსაკუთრებით ჯოზეფ ჰენრისა და ალფრედ ვეილის მხარდაჭერამ, კომპეტენციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ მოწყობილობის შექმნაში. გამორჩეული წვლილი მიუძღვის ვეილს, რომელმაც მოახერხა და მოდიფიკაცია ჩაუტარა მორზეს მიერ ციფრებისთვის შექმნილ კოდს. სწორედ ვეილმა ჩამოაყალიბა მორზეს ანბანი იმ ფორმით როგორითაც ჩვენ მას ვიცნობთ. ასევე კონგრესში კავშირებმა შეაძლებინა სატესტო სისტემის (ვაშინგტონი-ბალტიმორის  50 კმ სატელეგრაფო ხაზი) ასაწყობი დაფინანსების მოპოვება ( 30 000$ ), რამაც უკვე სახელი გაუთქვა და რა თქმა უნდა მორზეს მიერ თავისი პატენტის  (1847 წ პატენტი) თავგადადებულმა დაცვამაც ითამაშა დიდი როლი, რომლის ფარგლებშიც ის ევროპასა და რუსეთშიც მოგზაურობდა. ასე გახდა მორზე ტელეგრაფის “მამა”.

მორზეს ყველაზე დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ტრანსატლანტიკური სატელეგრაფო კაბელის გაყვანა 1850 წელს, ვალენტიადან (სამხრეთ ირლანდია) ნიუფაუნდლედამდე. თუმცა კაბელის ხარისხი საკმარისი არ აღმოჩნდა დაუმახინჯებელი სიგნალის მისაღებად და უკვე 1858 წელს გაუმჯობესებული კაბელის გაყვანამ მორზეს ტელეგრაფებს საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა. (კაბელის გაყვანას ახორციელებდა ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა)

whois-alfred-vail-2019-02-21-0
ალფრედ ვეილი მორზეს პარტნიორი

ვეილმა და მორზემ, ალფავიტის რიგითობა ყველაზე გამოყენებადიდან, E დან ყველაზე იშვიათად გამოყენებადს შორის დაალაგეს, Q მდე და შესაბამისადვე შეუფარდეს წერტილებისა და ხაზების სიმრავლე. მორზეს ალფავიტში სიმბოლოების რაოდენობა რომლებიც ასოს აღნიშნავენ ერთიდან ოთხამდე მერყეობს. ალფავიტში 2 ერთ სიმბოლოიანი ასოა, 4 ორ სიმბოლოიანი, 8 სამ სიმბოლიანი და 12 ოთხსიმბოლოიანი.

E . U ..- L .-.. C -.-.
I .. R .-. F ..-. Z –..
T D -.. B -… J .- – –
S M – – K -.- Y -.- –
A .- W .– O – – – Q – -.-
N -. G – -. P .- -.    
H …. V …- X -..-  

მორზეს ინტერნაციონალური ანბანი.

A .- H …. O – – – V …-
B -… I .. P .- -. W .- –
C -.-. J .- – – Q – -.- X -..-
D -.. K -.- R .-. Y -.- –
E . L .-.. S Z –..
F ..-. M – – T    
G – -. N -. U ..-    
1 .- – – – 8 – – -.. .- – – -. / -..-.
2 ..- – – 9 – – – -. .-..-. _ ..- -.-
3 …- – 0 – – – – – ( -.- -. = -…-
4 ….- . .-.-.- ) -.- -.- + .-.-.
5 ….. , – -..- – & .-… -….-
6 -…. ? ..- -.. : – – -… $ …-..-
7 – -… ! -.-.- – ; -.-.-. @ .- -.-.

წინასწარ შეთანხმებული საერთაშორისო სტანდარტი ყველაზე გამოყენებადი ფრაზებისა.

SOS …- – -… BREACK -… -.-
NEW LINE .-.- CKOSING -.-. .-..
NEW PAGE .-.-. SHIFT TO WABUN CODE -..- – –
NEW PARAGEAPH -…- END OF CONTACT
ATTENTION -.-.- UNDERSTOOD …-.
ERROR …….. INVITATION FOR NAMED STATION TO TRANSMIT -.- -.
WAIT .-… INVITATION FOR ANY STATION TO TRANSMIT -.-

რეკომენდირებული საიტი მორზეს ანბანის შესასწავლად:
morse.withgoogle.com.

რეკომენდირებული აპლიკაცია:
Morse Code – Learn and Play

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.