“ინჯენუითი” (Ingenuity) : ფაქტები, ამოცანები და შესაძლებლობები

 არავის უკვირს, როცა საინფორმაციო საშუალებები გვამცნობენ: “მარსზე ახალი მარსმავალი დაჯდა”, მაგრამ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალე მარსზე ვერტფრენი დაეშვება, მგონი უკვე ძალზედ უჩვეულოა.

 ახალი მარსმავალი “პერსევირენსი” (Perseverance – შეუპოვარი; დაჟინებული) მარსის ზედაპირზე პირველი მფრინავ აპარატი “ინჯენუითი” (Ingenuity – გამჭრიახობა) გაემგზავრება.

 აპარატის ძირიდათი ამოცანაა ტექნოლოგიების შემოწმება. ეს მისია უფრო დემონსტრაციულია და თუ ის წარმატებით ჩაივლის, შესაძლოა, მომავალში უფრო რთული მფრინავი აპარატები ვიხილოთ.

გაშვება — 2020 წლის 17 ივლისი – 5 აგვისტო;
სტარტი — კანავერალი, ფლორიდა;
დაშვება — 18 თებერვალი 2021 წელი;
დაშვების ადგილი — კრატერი ჯეზერო, მარსი.

 “ინჯენუითის” მისიის ხანგრძლივობაა 30 დღე. ამ პერიოდში ის რამდენიმე სადემონსტრაციო ფრენას შეასრულებს.

 პირველი ტესტისას რამდენიმე მეტრით აფრინდება, გაჩერდება 20-30 წამით და დაეშვება. თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდება, მისიის ხემძღვანელები ჩაატარებენ კიდევ რამდენიმე ტესტს, ფრენის ხანგძლივობის გაზრდით. მხოლოდ იმის მერე, როცა ვერტფრენი დაასრულებს ტესტირებას, მარსმავალი “პერსევირენსი” თავის მისიას გააგრძელებს.

 თუ “ინჯენუითის” რაიმე პრობლემა შეექმნება, ეს “პერსევირენსის” ძირითად მისიაზე ვერ იმოქმედებს.

აპარატის ტექნიკური მახასიათებლები:

მასა — 1,8 კილოგრამი;
წონა — 1.8 კილოგრამი დედამიწაზე, 0,6 კილოგრამი მარსზე;
სიგრძე/სიგანე —  1,2 მეტრი;
კვების წყარო — მზის პანელები, ისინი მუხტავენ ლითიუმის ბატერეას, რის მერეც აპარატს შეუძლია 90 წამი დაჰყოს ჰაერში;
ფრენის მანძილი — 300 მეტრამდე;
ფრენის სიმაღლე — 5 მეტრი.

და ბოლოს, რამდენიმე საინტერესო ფაქტი:

  1. ეს იქნება პირველი ფრენა სხვა პლანეტის ატმოსფეროში;
  2. ვერტმფრენი ძალიან მსუბუქი და პატარაა, ადივლია მისი დატევა როვერზე. მისი წონა 1.8 კილოგრამია;
  3. მას გააჩნია დიდი სიმძლავრე, რომ შეძლოს მარსის ატმოსფეროში აფრენა. შეგახსენებთ, რომ მარსის ატმოსფერო  დედამიწის ატმოსფოროს სიმკვრივის 1% -ს შეადგენს;
  4. ვერტმფრენი ავტომატურ რეჟიმში დაფრინავს, ვინაიდან დედამიწიდან მისი მართვა სიგნალის დაგვიანების გამო შეუძებელია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.