ორი განსხვავებული ქანის ფოტოები საზოგადოებას ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიამ წარმოუდგინა.
ამერიკული მარსმავალი „ცნობისმოყვარეობა“, რომლის ბორტზეც ქიმიური ლაბოტარორიაა განთავსებული, ახალი მარსული ქანი „კვერცხი“ აღმოაჩინა.
მთა შარფისკენ მიმავალ გზაზე, ერთ ტონიანმა მარსმავალმა უკვე ორი ახალი ქანი აღმოაჩინა. მსგავსების გამო მათ „პირამიდა“ და „კვერცხი“ შეარქვეს. მარსმავალი ამ ორი მარსული ლოდის თავისი ინსტრუმენტებით გამოკვლევას მოახდენს.ორივე ობიექტი დანარჩენი ქანების ფონზე საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. მათ პირამიდისა და კვერცხის მკაფიო ფორმები გააჩნიათ. წითელი პლანეტის ზედაპირზე როგორ შეიძლებოდა გაჩენილიყო ასეთი ფორმის ქვები ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა მეცნიერები ამ გამოცანის ამოხსნას მაინც შეეცდებიან.
პირამიდის მაგვარ ქანს “Jake Matijevic”-ი შეარქვეს, ის ამ პროექტის მთავარი ინჟინერი იყო და 64 წლის ასაკში 2012 წლის 20 აგვისტოს გარდაიცვალა.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ქიმიური ანალიზის შედეგებს დაველოდოთ, რომლებიც მარსმავალზე არსებული სპექტრომეტრის საშუალებით ჩატარდება.