ერნესტ რეზერფორდი(დაიბადა ახალზელანდიაში) – უნიკალური მეცნიერი იმით, რომ თავისი ძრითადი აღმოჩენები ნობელის პრემიის მიღების მერე გააკეთა. 1911 წელს მან ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც მეცნიერებს საშუალება მისცათ ატომის გულში ჩაეხდათ და ჰქონოდათ წარმოდგენა მის შინაგან აღნაგობაზე.
როცა ჯონ დალტონმა ნივთიერების აღნაგობის ატომური თეორია წარმოადგინა, მის წარმოდგენაში ატომებს განუყოფელი, ბილიარდის მიკროსკოპული ბურთების მაგვარი სახე ჰქონდათ. თუმცა, მთელი XIX ასწლეულის განმავლობაში აშკარა ხდებოდა, რომ ასეთი მოდელი მიუღებელია.

აქამდე ითვლებოდა, რომ ელექტრონის მოძრაობის, რომელსაც ისეთი პატარა მასა და ზომა აქვს, რომ მასზე სინათლის სხივიც კი არ აირეკლება(თუ სხეულის ზომა გამოსხივებული ტალღის სიგრძეზე დიდია, მაშინ ტალღა ამ სხეულიდან აირეკლება, თუ პატარაა, ტალღა მას გარშემო შემოუვლის და აგრძელებს გზას), დანახვა შეუძლებელია. თუმცა ჰამფრი მერისმა და ვეი გომ, ბროუნის ფიზიკის ინსტიტუტიდან, ჩაატარეს არც თუ ისე რთული ექსპერიმენტი და დაადგინეს, რომ ამაში არაფერი ფანტასტიური არაა.