შიშის 7 წუთი

 მომავალ კვირას მარსის რობოტიზირებული მკვლევარი ან წითელ პლანეტაზე დაეშვება, ან ნაგვის ახალ გროვად იქცევა.

 ყველაფერი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, სწორად შერჩეულ წუთზე, როცა Mars Science Laboratory ორბიტიდან მარსზე უნდა დაეშვას. ყველაზე რთული დაშვების წარმატებულ დასასრულს მოვლენათა ზუსტი მიმდევრობა უზრუნველყოფს – სითბური ფარი, პარაშუტი, მანევრები რაკეტებით და არაჩვეულებრივი მოწყობილობის ავტომატურ რეჟიმში მუშაობა, რომელსაც ციური ამწე შეარქვეს. ”შიშის 7 წუთი”, რომლის ილუსტრირებასაც წარმოდგენილი ვიდეორგოლი გვიჩვენებს, კვირას, 6 აგვისტოს, გრინვიჩის დროით დაახლოებით 5სთ. 24წთ-ზე დაიწყება. წარმატების შემთხვევაში მანქანის ზომის მარსმავალი გეილის კრატერის კვლევას დაიწყებს, რათა დაადგინოს იყო თუ არა ეს ერთი შეხედვით უსიცოცხლო ადგილი ოდესღაც ცოცხალი არსებებით დასახლებული. ბევრ საინფორმაციო არხეთან ერთად ამ მოვლენის ტრანსლაცია ნასას სპეციალურ არხზეც იქნება ნაჩვენები.

httpv://www.youtube.com/watch?v=Ki_Af_o9Q9s

გეილის კრატერი და შავი წრით შემოხაზული ადგილი, სადაც ახალი მარსმავალი უნდა დეშვას.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.