26 დეკემბერს, მზის ნაწილობრივი დაბნელების ხილვას შევძლებთ, ვიღაცისთვის რგოლისებრიც (ბეჭდისებრი, ცეცხლოვანი, ალმასიანი ბეჭედი, ბეილის მძივები…) იქნება, მეორე ფოტოზე რომ არის ისეთი (მაქსიმუმ 3 წთ. 40 წმ.), სადაც მეტად მუქი მთვარის ჩრდილი გაივლის. დაბნელება საუდის არაბეთიდან იწყება, ჩრდილი საშუალოდ 1,1 კმ/წმ. სიჩქარით იმოძრავებს, გაივლის ინდოეთს, შრილანკას, მალაიზია, სინგაპური, ბორნეო, ფილიპინების არქიპელაგი, წყნრი ოკეანის დასავლეთ ნაწილს და ისევ კოსმოსში დაბრუნდება.
არ შეხედოთ მზეს ჩამაბნელებელი საშუალებების გარეშე, მხედველობას დაიზიანებთ !!!