ლაზერული შოუ მორიელში

 ორმაგი ვარსკვლავური სისტემა – მორიელის AR, ასტრონომთათვის ახლაც გამოცანად რჩება. როგორც ახლახანს გაირკვა, ერთი ვარსკვლავი უზარმაზარ ლაზერულ სხივს ატრიალებს და ნაწილაკებს აჭრის მეორეს.

 სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი, კაშკაშა თეთრი ჯუჯაა, დაახლოებით დედამიწის ზომის, თუმცა 200 ათასჯერ მასიური მასზე, მეორე კი მკრთალი წითელი ჯუჯა, მზის 1/3 მასით, ერთმანეთის გარშემო ბრუნვის 3,6 საათიანი პერიოდით. ის ჯერ კიდევ 70-იან წლებში აღმოაჩინეს, ხოლო მისი უჩვეულო ფართოზოლიანი პულსირება, გასულ წელს ასტრომოყვარულებმა შეამჩნიეს. მორიელის AR თითქმის ყველა ტიპის რადიოგამოსხივებას უშვებს, რადიოდან-დენტგენამდე.

httpv://youtu.be/YdFi2qX9Hek

 თეთრ ჯუჯას ძლიერი მაგნიტური ველი გააჩნია და ამ ველით აჩქარებული ნაწილაკების მძლავრ სხივს, რომელიც სივრცეში პროჟექტორისა თუ შუქურას სხივის მსგავსად „დარბის“, ყოველ 1,97 წუთში დედამიწისკენაც მომართავს. ამასთან ერთად, აჩქარებული ელექტრონების ნაკადი, არა მარტო თეთრი ჯუჯადან მოდის, არამედ წითელი ჯუჯასგანაც. ჯერჯერობით დაუდგენელი რჩება, სხივით მოკვეთილი წითელი ვარსკვლავის მატერიაა ეს, თუ ამას ძლიერი მაგნიტური ველი აკეთებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.