28 სექტემბრი – სუპერსავსე, დაბნელებული, სისხლიანი მთავრე

 28 სექტემბრის ღამეს, ჰორიზონტთან ახლოს თუ სისხლისფერ სავსე მთავრეს დაინახავთ, არ შეგეშინდეთ, ეს აპოკალიფსის ნიშანი არ არის, უბრალოდ, თქვენ იშვიათი და შთამბეჭდავი მოვლენის მოწმე გახდით.

 დაბნელებასთან ერთად, მთვარე პერიგეას გაივლის, უახლოეს წერტილს დედამიწასთან. ამ წერტილს თვეში ერთჯერ კვეთს, ახდენს რა სრულ ბრუნს ჩვენი პლანეტის გარშემო. მიუხედავად ამისა, პერიგეას გავლა და სავსემთვარეობის დამთხვევა იშვიათი მოვლენაა. ამჯერად გავიმართლა – სავსე მთვარე, ჩვეულებრივზე 14%-ით დიდი იქნება. ეს ყველაფერი არაა, რადგან იმავე დროს, დედამიწა მზესა და მთვარეს შორის გაივლის, რაც მთვარის სრულ დაბნელებას გამოიწვევს.

 ამ მოვლენას სისხლიან მთავრესაც უწოდებენ, რაც ბიბლიური წინასწარმეტყველებიდან მომდინარეობს. წითელ შეფერილობას მას, დედამიწის ატმოსფეროს მიერ გაბნეული მზის სხივები აძლევს. დედამიწას რომ ატმოსფერო არ ჰქონდეს, დაბნელებული მთვარე სრულიად შავი და პრაქტიკულად უხილავი იქნებოდა არ არსებული დედამიწელებისთვის, რადგან ატმოსფეროს გარეშე რომელ სიცოცხლეზეა საუბარი. ნუ გამოტოვებთ ამ მოვლენას, რადგან შემდეგი სუპერსავსე მთავრის დაბნელების ნახვას 2033 წლამდე ვეღარ შეძლებთ.

 დედამიწის ჩრდილში მთვარის სრული ჩაძირვა 6 საათზე 10 წუთსა და 44 წამზე მომხდება. 1 სთ. 13 წთ-ს მერე სრული დაბნელება დასრულდება და მთვარე, დედამიწის ჩრდილიდან დაიწყებს გამოსვლას. ეს მოხდება 7 სთ. 23 წთ. 30 წმ-ზე, თუმცა, დაბნელებული მთვარის დისკო უკვე ჰორიზონტს ქვემოთ იქნება, ამომავალი მზე კი ახალი დღის დაწყების შესახებ გვამცნობს (ცუნამი, მიწისძვრა და “სუპერ სავსემთვარეობა”).

2 comments

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.