ტუნგუსკის მეტეორიტის ფრაგმენტები?

ქვები, რომლებიც მდინარე ხუშმას კალაპოტში იპოვეს, შეიძლება ტუნგუსკის მეტეორიტის ნამსხვრევები იყოს(arXiv).

 აფეთქებამ, რომელიც 1908 წლის 30 ივნისს მდინარე პოდკამენნაია ტუნგუსკას ახლოს მოხდა, 80 მილიონი ხე წააქცია და 5 მაგნიტუდიანი მიწისძვრა გამოიწვია, თუმცა არანაირი მეტეორიტული კრატერი არ დატოვა.

 ამ ფენომენის ახსნის ყველაზე უფრო გავრცელებული ვერსიით, კოსმოსური სხეულის დაშლა ჰაერში მოხდა, ამიტომ მას კრატერი შეიძლება არ დაეტოვებინა, თუმცა ნამსხვევებით უნდა დაეფარა მთელი შემომფარგლავი ტაიგა – სად არის ეს ნამსხვრევები?

 1930 წელს ექსპედიცია, რომელსაც მინეროლოგი ლეონიდ კულიკი მეთაურობდა, გამდნარი შუშისმაგვარი ქანების ნიმუშებით დაბრუნდა, რომლებიც გაზის ბუშტულებს შეიცავდა. შემდეგ, ნიმუშები სადღაც დაიკარგა და ანალიზის ჩატარებაც ვერ მოხერხდა.

 რუსი მეცნიერი ანდრეი ზლობინი, რომელმაც ამ პრობლემის კვლევას წლები მიუძღვნა, ახალ ნამუშევარს აქვეყნებს, დაკავშირებულს 1988 წელს აღმოჩენილ ნიმუშებთან.

 ტუნგუსკის მეტეორიტის ნამსხვრევებზე მონადირეს თვალსაზრისით, საინტერესო სუსლოვის ღრმულია – 30 მეტრიანი მრგვალი ჭაობი, ეპიცენრიდან არც თუ ისე შორს. მასში შეიძლება სხვადასხვა მხარეს გატყორცნილი ნამსხვრევების ფრაგმენტები იყოს თავმოყრილი. სუსლოვის ღრმულის ტორფიან ფსკერზე შიძლება მოინახოს ფენა, რომელიც ძველ კატასტროფაზე მეტყველებს. თუმცა ვერც აქ მოინახა რაიმე საინტერესო.

 მაშინ ა. ზლობინმა ყურადღება მდინარე ხუშმას კალაპოტზე გადაიტანა, რომელიც ასევე, კოსმოსური სტუმრის ნასმხვრევების საწყობი შეიძლება აღმოჩნდეს. მან მოსკოვში ასეულობით ნიმუში ჩაიტანა, რომლებიც მკვლევარს საინტერესოდ მოეჩვენა.

 გაუგებარია, თუ რატომ ელაგა ეს ქვები 20 წელიწადი ისე, რომ ანალიზი არავინ ჩაუტარა. 2008 წელს ნიმუშები გდაახარისხეს. მათ შორის სამს, დნობისა და რეგმაგლიპტების(დნობისა და ნივთიერებების კარგვით გაჩენილი ჩაღრმავებები, ატმოსფეროში წვის დროს) კვალი აქვთ.

 ტუნგუსკის მეტეორიტის აფეთქებამ მაღალი ტემპერატურა წარმოქმნა, თუმცა, მეცნიერთა შეფასებით, ზედაპირული ქანების გასადნობად არასაკმარისი. ამიტომ ზლობინის ქვები მართლაც კომეტის ბირთვის ნასხვრევები შეიძლება აღმოჩნდეს. ისღა დაგვრჩენია ანალიზის შედეგებს დაველოდოთ.

5 comments

  1. ra xdeba shvebulebashi xart? saits ra uqenit ras daamsgavseT ra xdeba :((((((((((((((

  2. ნუ გეშინიათ ყველაფერს მივხედავთ, ცოტა გვაცალეთ.

  3. ეს დიზაინი არ არის, ვმუშაობთ და მალე იქნება ახალი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.