სად დაეცემა ანტიატომი: გრავიტაცია თუ ანტიგრავიტაცია?

 იმ ნაკლებად შესაძლებელ შემთხვევაში, თუ გრავიტაცია ანტიმატერიაზე განსხვავებულად მოქმედებს, ვიდრე ჩვეულებრივ მატერიაზე, მეცნიერებს სამყაროს აგებულებაზე თავიანთი შეხედულებების შეცვლა მოუწევთ(LBNL).
ამის გამო ბერკლის ლაბორატორიის(LBNL) თანამშრომლები, ბევრი ირიბი მტკიცებულებების მიუხედავად, რომ მატერია და ანტიმატერია გრავიტაციის წინაშე თანასწორები არიან, შეიმუშავეს მეთოდიკა, რომელიც ანტინაწილაკების გრავიტაციული და ინერციული მასების თანასწორობის ექსპერიმენტულად დამტკიცების საშუალებას იძლევა.
ALPHA.
 მეცნიერები, ცერნში არსებული ექსპრიმენტული მოწყობლობა ALPHA-ს საშუალებით აპირებენ კვლევების ჩატარებას. ექსპერიმენტის მეთოდიკის შესამუშავებლად გამოყენებული იქნა მონაცემები 434 ანტიწყალბადზე, რომლებიც ALPHA-თი ადრე იქნა მიღებული.
ანტიწყალბადის ატომები მაგნიტური ველებით შექმნილ ჭუპრში იბადებიან, ანტიპროტონისა და პოზიტრონის(ანტიელექტრონი) შეერთების დროს. მაგნიტური ველები საშაულეაბს არ აძლევენ მათ ”გაიქცნენ” და ჩვეულებრივ მატერიასთან შეჯახებით ანიჰილირდნენ. კვების წყაროს გამორთვის მერე ეს ველი ქრება და ანტინაწილაკები დეტექტორის კედლებს ეჯახებიან, რაც ანიჰილაციური ანთებებით ვლინდება. ველის გათიშვის მომენტში ზოგიერთი ანტიატომები მილევადი ველის ”ნარჩენებში იხლართებიან” და ძაბვის გამორთვის მერე 30 მილიწამით მეტ ხანს ”ცოცხლობენ”.
 ასეთი ”დაგვიანებული” ანტიატომები განსუკეთრებით საინტერესოა მათზე გრავიტაციის მოქმდების თვალსაზრისით, რადგან იმ დროის განმავლობაში, სანამ ისინი დეტექტორის კედლებს მიაღწევენ, მათზე გრავიტაციული ზემოქმდება უფრო მაღალი ხარისხით ვლინდება. სამწუხაროდ, ALPHA-ს მონაცემთა შორის მხოლოდ 23 ანტიატომი მოიძებნა, რომელთა ანიჰილაცია მოგვიანებით გამოვლინდა. ამიტომ მხოლოდ წინასწარ შედეგებზე შეიძლება ლაპარაკი, რაც ანტიწყალბადის გრავიტაციული და ინერციული მასების თანაფარდობის მხოლოდ სტატისტიკური ზღვრების განსაზღვრის სშუალებას იძლევა. თუ ანტიმატერია ”ეცემა ძირს”, მაშინ მისი გრავიტაციული მასა ინერციულისგან 110-ჯერ მეტად არ იქნება განსხვავებული. თუ ანტინივთიერება ” ეცემა მაღლა”, მაშინ განსხვავება 65-ჯერ მეტი არ იქნება. კითხვა იმაშია, ირღვევა თუ არა ექვივალენტურობის სუსტი პრინციპი ანტიმატერიისთვის, ამ მონაცემებით ვერ დგინდება – ერთეული, რომელიც გრავიტაციული და ინერციული მასების ტოლობას ამტკიცებს, -65-დან 110-მდე ინტერვალში ის კარგად ჯდება, თუმცა ეს ინტერვალი ძალიან დიდია, შესაძლებელი უზუსტობების გათვალისწინებით.
 ამ დროსათვის ALPHA-ს მოდერნიზირება მიმდინარეობს. 1-დან 5 წლის განმავლობაში უფრო ზუსტი ექსპერიმენტების განხორციელება იქნება შესაძლებელი, მონაცემთა საჭირო მოცულობის დაგროვებით. ALPHA-2 ”გამოჭერილი” ანტიატომების ენერგიების შემცირებას ლაზერის სხივით მოახდენს, ხოლო მაგნიტური ველები ნელ-ნელა მილევადები გახდებიან, რაც დაბალენერგიულ მოვლენათა რაოდენობას გაზრდის, რომლებიც ანტიმატერიაზე გრავიტაციული ზემოქმდების შესახებ შეკითხვაზე პირდაპირი პასუხის გასაცემად არის საჭირო(მატერია-ანტიმატერია განსხვავება მსგავსება; ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.