ზედაპირული ბაქნების ფრაგმენტებს, დედამიწის სიღრმეში ბირთვამდე მიღწევა და უკან „ამოყვინთვა“ შეუძლია. თუმცა, ეს მოგზაურობა ძალიან დიდი ხანი გრძელდება – ორ მილირდ წელზე მეტი (Nature News). მეცნიერები ასეთ დასკვნამდე წყნარი ოკენის სამხრეთ ნაწილში, მილიონობით წლის წინათ ამოფრქვეული ქანების ანალიზის მერე მივიდნენ.
ვულკანური ქანების უფრო ადრინდელმა ანალიზებმა აჩვენა, რომ დედამიწის მანტიის იზოტოპური შემადგენელი, მისი ერთი მონაკვეთიდან მეორესკენ, შესამჩნევად იცვლება. წამოყენებული იქნა წინადადება, რომ ეს, ქერქის სიღრმეებში მოხვედრით არის გამოწვეული, რაც მანტიის ნივთიერებათა შემადგენელს ცვლის. ასეთი წრებრუნვის კვლევა მეცნიერებს მხოლოდ მოდელირებით შეეძლოთ. არ არსებობდა იმის სარწმუნო მტკიცებულება, რომ ქერქის შემადგენელი ნივთიერებები პლანეტის სიღრმეებში ცირკულირებს.
მეცნიერებმა, კუნძულ მანგაიას ვულკანური ქანები გამოიკვლიეს, რომლებიც 20 მილიონი წლის წინათ წარმოიქმნა და ქარების მნიშვნელოვანი ზეგავლენა გადაიტანა. თუმცა, სულფიდიანმა მინერალებმა, ატმოსფეროდან ოლივინის კრისტალებში მოხვედრით, თავიანთი პირველყოფილი იზოტოპური შემადგენელი შეინარჩუნა.
იზოტოპ გოგორდი-33-ის წილი გამოკვლეულ ნიმუშებში საკმაოდ მცირე აღმოჩნდა. ასეთი ანომალია ზოგიერთი ბიოლოგიური პროცესებით შეიძლება იყოს გამოწვეული, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ქანებში იზოტოპი გოგირდი-34-ის ჭარბი რაოდენობა იქნებოდა, რაც არ დაიმზირება. გოგირდი-33-ით ღარიბი ქანების წყარო, მეცნიერთა ვარაუდით, დედამიწის ქერქია. მინიმუმ 2,45 მილიარდი წლის წინათ, სანამ მაფოტოსინთეზირებელი ორგანიზმები ატმოსფეროს ჟანგბადით შეავსებდა, სულფიდები მზის სინათლის ზემოქმედებით შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო, გოგირდი-33-ის ანომალურად დაბალი კონცენტრაციით. ჟანგბადიანი ატმოსფეროს ფორმირებასა და ოზონის ფენის გაჩენასთან ერთდ, ასეთი რეაქციებისთვის საჭირო პირობები გაქრა.
დროთა განმავლობაში, ქანების ფრაგმენტებმა მანტიის გავლით ზემოთ „ამოყვინთა“, როგორც ლავა გადმოდის ვულკანიდან. არ არის გამორიცხული, რომ მანტიის ქვეშ უძველესი ტექტონიკური ბაქნების ფრაგმენტების მთელი „საწყობი“ იყოს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ახალგაზრდა დედამიწას ჯერ კიდევ ბევრი შინაგანი სითბო გააჩნდა, რათა ერთ გეოლოგიურ ბაქანს, მეორის ქვეშ „ჩაეყვინთა“ ერთმანეთთან შეჯახების დროს. სხვა ვერსიით, გოგორდი-33-ით ღარიბი ქანები არა ზედაპირზე, არამედ გეოლოგიური ბაქნის ქვედა ნაწილზე წარმოიქმნა, ხოლო შემდეგ, მანტიაში დაიწყო ჩასვლა. ასეთი პროცესები, ალბათ, ახლაც მიმდინარეობს (დათარიღება იზოტოპების საშუალებით).