რატომ ჩნდება ვულკანის ამოფრქვევის დროს ელვა? დღევანდელ ფოტოზე, იაპონიის სამხრეთში მომხდარი ამოფრქვევა არის აღბეჭდილი. გამდნარი ქანები მიწისქვეშეთიდან დედამიწის ზედაპირზე ამოდის, მაგმის გავარვარებული და მანათობელი ბურთების სროლით. ეს ფოტო განსაკუთრებით საინტერესო იმის გამოა, რომ მასზე ვულკანის კრატერის ახლოს მომხდარი გაელვებაა წარმოდგენილი. ელვის წარმოშობა, ბოლომდე, ჩვეულებრივ ღრუბლებშიც კი არ არის გარკვეული, მით უმეტეს, ვულკანური ელვის. რა თქმა უნდა, ელვა სხვადასხვა ნიშნით დამუხტული, სივრცობრივად ორად გაყოფილ ზედაპირებს შორის მომხდარი განმუხტვაა. ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ვულკანის ყელიდან ამოტყორცნილი მაგმური ბურთულები და ვულკანური ფერფლი ელექტრული მუხტის მატარებლია და განსხვავებული მიმართულებებით მოძრაობის გამო, სივრცულად გამოყოფილ არეებს ქმნის. სხვა ვერსიის მიხედვით, ასეთი განმუხტვა ვულკანური ფერფლის შემადგენელი დამუხტული ნაწილაკების შეჯახებებით შეიძლება ხდებოდეს. საშუალოდ, დედამიწაზე ელვის სახით დაახლოებით 40 განმუხტვა ხდება წამში.
ვულკანი საკურაძიმა და ელვა
Posted by