მაქს პლანკი – გერმანელი მეცნიერი, იძულებული იყო რთული არჩევანი გაეკეთებინა მუსიკოსობასა და მეცნიერობას შორის, ის ვირტუოზულად უკრავდა პიანინოზე. ამბობენ, რომ პირველ მსოფლიო ომამდე, დასვენების დროს, პიანისტი მაქს პლანკი საკმაოდ პროფესიონალურ კლასიკურ დუეტს ადგენდა ხოლმე მევიოლინე ალბერტ აინშტაინთან ერთად.
მაქს პლანკი – კვანტური მექანიკის ერთ-ერთი დამაარსებელი – კვანტური ენერგიების იდეამდე მაშინ მივიდა, როცა ატომებსა და ელექტრომაგნიტურ ველებს შორის ურთიერთქმედების პროცესების თეორიულ ახსნას ცდილობდა. მან გაარკვია, რომ დამზერადი, ატომების მიერ გამოსხივებული სპექტრის ახსნა შეიძლება ენერგიის პორციებად(კვანტებად,ნაწილებად) შთანთქმით და მისი გამოსხივებით მხოლოდ ტალღის შესაბამის სიხშირეებზე. ენერგია, რომელიც ერთ კვანტს გადააქვს, ტოლია:
E = hv.
სადაც v – გამოხივების სიხშირეა, h კი – ქმედების ელემენტარული კვანტი, რომელიც უნივერსალური მუდმივაა(პლანკის მუდმივა). მისი მნიშვნელობა ექსპერიმენტულად პლანკმავე დაადგინა h = 6,548 × 10–34 ჯოული.წმ.(თანამდროვე მონაცემებით 6,26 × 10–34 ჯოული.წმ; აღმოჩენიდან მალევე ნილს ბორმა შექმნა კარგად დალაგებული, თუმცა მარტივი მოდელი – ბორის ატომი).
პლანკის მუდმივა კვანტური მექნიკის ყველა ფორმულასა თუ განტოლებაში ფიგურირებს. ის სივრცული სიდიდეების ქვედა დაბალი ზღვრისკენ მიგვითითებს, რომლის მერეც არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ კვანტური ეფექტები. სხვანაირად რომ ვთქვათ, პლანკის მუდმივა ავლებს საზღვარს მაკრო, სადაც ნიუტონის კანონები მოქმედებს, და მიკრო სამყაროს შორის. ერთეული ფიზიკური მოვლენის თეორიულად ახსნისათვის შექმნილი პლანკის მუდმივა, თეორიული ფიზიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ კონსტანტად იქცა, რომელიც თვითონ სამყაროს მოწყობითაა განპირობებული.