მეცნიერებმა ვარსკვლავ HAT-P-7-ის შუქში ჩაბნელება შეამჩნიეს, რომელიც გაზური გიგანტის მძლავრი გრავიტაციული ზემოქმედებით არის გამოწვეული(ScienceNow).
ასტროფიზიკოსები HAT-P-7-ზე დაკვირვებებს ორბიტალური ტელესკოპის ”კეპლერის” საშუალებით ახდენდნენ. მისი ძირითადი ამოცანა ვარსკვლვის ჩაბნელებების დაფიქსირებაა, რაც იქ მდებარე ეკზოპლანეტის არსებობაზე შეიძლება მეტყველებდეს(ტრანზიტი).
სისტემა HAT-P-7-ში პლანეტა ადრე აღმოაჩინეს – დიდი გაზური გიგანტი, ე.წ. ცხელი იუპიტერი. ეს მასიური პლანეტები შუალედურ ჯაჭვს წარმოადგენენ დიდ პლანეტებსა და ჯუჯა ვარსკვლავებს შორის.
ახალი კვლევის დროს მეცნიერებმა ხსენებული ვარსკვლავის ელვარების პერიოდული ვარდნა დააფიქსირეს, რომელიც, მათი თქმით, არა კიდევ ერთი პლანეტის არსებობითაა გამოწვეული, არამედ ე.წ. ვარსკვლავის გრავიტაციული დაბნელების გამო ხდება. ეს, გაზური გიგანტის მიერ ვარსკვლავის გარე ფენის მიზიდვით და რადიუსის ლოკალური ზრდით აიხსნება. ვარსკვლავის ზედაპირის აწევის ზონას ოდნავ ნაკლები ტემპერატურა და წნევა აქვს, შესაბამისად, ნაკლები სიკაშკაშე. ასეთი ურთიერთქმედება მოქცევებს(1) მოგვაგონებს და გაზური გიგანტის მოძრაობას არის ჩამორჩენილი.
გამოთვლების მიხედვით, გრავიტაციული ლაქას ლოკალური ტემპერატურა სულ რაღაც 0,18 გრადუსით მცირეა, თუმცა ”კეპლერის” მგრძნობელობა ამის დსაფიქსირებლად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
”კეპლერმა” მუშაობა 2009 წელს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში 2000-ზე მეტი ეკზოპლანეტობის კანდიდატი იქნა აღმოჩენილი, რომელთაგანაც 105-ის არსებობა დამტკიდა კიდეც.
ტელესკოპით მიღებული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ დედამიწისმაგვარი და მასზე მძიმე პლანეტები(სუპერდედამიწა) სამყაროში უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე გაზური გიგანტები(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).