მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაახლოებით 2,5 მილიარდი წლის წინათ, დედამიწის ატმოსფრო ძალიან ჰგავდა სატურნის მთვარის, ტიტანის ატმოსფეროს.
კვლევა ნიუქასლის(დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა, ობრეი ზეკლეს ხელმძღვანელობით. მათ დაადგინეს, რომ 2,5 მლრდ. წლის წინათ, ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში ნახშირწყალბადი და მეთანი ჭარბობდა, ხოლო ჟანგბადი საერთოდ არ იყო. სწორედ ამ პერიოდში ჰგავდა ის ტიტანის ატმოსფეროს. მას შემდეგ, რაც ცოცხალმა ორგანიზმებმა, რომლებიც პლანეტის წიაღში იყვნენ, ძირითადად მიკრობებმა, ჟანგბადის წარმოება დაიწყეს, ეს გაზი ატმოსფეროში მაშინვე არ მოხვედრილა. ამისათვის მინიმუმ 150 მილიონი წელი იყო საჭირო. მხოლოდ ამ პერიოდის შემდეგ მოხდა დედამიწის მძლავრი ჟანგბადიზაცია.
მეცნიერთა თქმით, მძლავრი ჟანგბადიზაციის პერიოდში, დედამიწის ატმოსფეროში მეთანმა კლება დაიწყო, მან თავისი ადგილი ჟანგბადს დაუთმო.
ჩატარებული კვლევის მიუხედავად, მეცნიერებისთვის ახლაც გამოცანად რჩება, რატომ განიცადა შორეულ წარსულში დედამიწის ატმოსფერომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, განსაკუთრებით, რა იყო მასშტაბური ჟანგბადიზაციის მიზეზი.
ატმოსფერო ძირითადად აზოტისაგან შედგება, ასევე მცირე რაოდენობით მეთანისა და ეთანისგან, რომლებიც წარმოქმნიან ღრუბლებს, ისინი სავარაუდოდ, თხევადი, შესაძლებელია მყარი, ნალექების წყაროებია (სად დაიკარგა ქსენონი?).