მექანიზმი ანტიკიტერიდან

 რა არის ეს? ნივთი, რომელიც ძველი ბერძნების დროინდელ ჩაძირულ გემზე იპოვეს. ამ აშკარად რთულ მექანიზმს წლების განმავლობაში სწავლობდნენ, თუმცა მისი ზოგიერთი ფუნქცია ახლაც გაუგებარი რჩება. რენტგენის სხივებით ჩატარებულმა კვლევებმა კუნძულ ანტიკიტერთან ნაპოვნი მექანიზმის სრულიად მოულოდნელი ფუნქციები გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ ის ძველი მექანიკური კომპიუტერი იყო. მისი საშუალებით დაუჯერებელი სიზუსტის ასტრონომიული გამოთვლების ჩატარება იყო შესაძლებელი, ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხმოცე წლამდე. სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის ჩაძირული გემი, რომლის ბორტზეც ეს მოწყობილობა იპოვეს. აქამდე ითვლებოდა, რომ ასეთი რთული მოწყობილობები დედამიწაზე 1000 წლის მერე უნდა გამოჩენილიყო. ეს ბორბლები და კბილანები გადასატან მზის სისტემის მოდელს წარმოადგენს. მათი საშუალებით პლანეტების მდებარეობების, მზისა და მთვარის დაბნელებების წინასწარმეტყველება იყო შესაძლებელი. მექანიზმი დიდი წიგნის ზომისაა, მისი სიმაღლე 33 სანტიმეტრია(აკრძალული არქეოლოგია).

One comment

  1. საოცრებაა! ყურადღებით ვეცნობი თქვენს სიახლეებს, მადლობა!

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.