ამ შთამბეჭდავ მთვარის პეიზაჟზე კარგად ჩანს, თუ როგორ ეცემა კრატერ ტიხოს ცენტრალური პიკის ჩრდილი მთვარის ზედაპირს, მზის ამოსვლის დროს. ასეთი გამოსახულების გადაღება ნასას თანამგზავრმა LRO-მ შეძლო, 2013 წლის 10 ივნისს. მაღალი გარჩევადობის ფოტოზე (1,5 მეტრი პიქსელზე) შესაძლებელია ბევრი დეტალის დანახვა: მთის კალთებზე გაფანტული ლოდები და მათი კბილანა ჩრდილები. ამ მთათა კომპლექსის სიგანე 15 კილომეტრია. წარმოიქმნა მთის ქანების ამოწევით უძლიერესი მეტეორული დარტყმის შემდეგ, დაახლოებით 100 მილიონი წლის წინათ. შედეგად, ე.წ. სხივებიანი კრატერი გაჩნდა. ტიხოს კრატერის ცენტრალური გორაკი მთვარის ზედაპირიდან 2 კილომეტრის სიმაღლეზეა აღმართული.
კრატერი ტიხო მთვარეზე
Posted by