მასიური ასტეროიდი, რომელმაც დედამწას ელვის სისწრაფით ჩაუარა, სინამდვილეში ორჯერ დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერებს ეგონათ(ვიდეო).
2012 LZ1 ჩვენ პლანეტას 5 300 000 კილომტრის დისტანციაზე 14 ივნისს მოუახლოვდა. ეს 14-ჯერ მეტია მანძილზე დედამიწიდან მთვარემდე, ამიტომ შეაჯახება არ მოხდა.
ასტრონომებმა თავის დროზე მოასწრეს არესიბოს ობსერვატორიის ლოკაციური სისტემის ასტეროიდზე დამიზნება და იმის დადგენა, რომ 2012 LZ1-ის ზომები არასწორად იყო შეფასებული.
2012 წლის დასაწყისში 2012 LZ1-ის ზომა მისი ელვარების მიხედვით შეფასდა, ახლა კი მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ მოგრძო ასტეროიდის ნამდვილი ზომა 1 კილომეტრია.
სპეციალისტთა თქმით, ასეთი მასიური ობიექტის დედამიწზე ჩამოვარდნას სერიოზული გლობალური შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა. თუმცა, რადიოლოკაციურმა გაზომვებმა აჩვენა, რომ ობიექტს უახლოესი 750 წლის განმავლობაში დედამიწაზე მოხვედრის არანაირი შანსი არა აქვს.
არესობის ობსერვატორიის ასტრონომები ასტეროიდს 19 ივნისს აკვირდებოდნენ, რათა უფრო ზუსტად დაედგინათ მისი ორბიტა, ზომა, ბრუნვის სიჩქარე და ფორმა.
httpv://www.youtube.com/watch?v=SfAynAE8Dx4