15 თებერვალს დედამიწასთან ახლოს 45 მეტრიანი ასტეროიდი ჩაივლის(BBC).
ის გახდება პირველი ასეთი ზომის ასტეროიდი, რომელიც ჩვენს პლანეტას ძალიან ახლო დისტანციაზე მოუახლოვდება 1990 წლის მერე.
ლაპარაკია 27,7 ათას კილომეტრზე(გეოსტაციონალურ თანამგზავრების ორბიტებს შიგნით(36 000კმ.)). არსებობს მისი ხელოვნურ თანამგზავრებთან შეჯახების შანსი, თუმცა ძლიან მცირე. ასტეროიდის სიჩქარე 7,8 კმ/წმ. იქნება და საერთაშორისო სადგურსა და ხსენებულ თანამგზავრებს შორის ჩაივლის. ობიექტზე დაკვირვებებს ნასა და მთელი მსოფლიოს ასტრონომები ჩაატარებენ. ასტეროიდის დანახვა ბინოკლითა და მცირე სიმძლავრის ტელესკოპითაც იქნება შესაძლებელი. ითვლება, რომ ის ყველაზე უკეთესად ინდონეზიის ტერიტორიიდან გამოჩნდება.
ამ ასტეროიდის, აღნიშვნით 2012 DA14, მაგვარი ობიექტები დედამიწას ყოველ 40 წელიწადში უახლოვდებიან, თუმცა შეჯახება არც თუ ისე ხშირად ხდება – 1200 წელიწადში ერთხელ.(პირდაპირი ტრანსლიაცია და აქ.)
httpv://www.youtube.com/watch?v=iFRnXnBzITc