ჩვენი სამყაროს სხვა სამყაროსთან შეჯახებების კვალი, თავისებური ჩალურჯებები დარტყმებისგან, ბრიტანელმა, კანადელმა და ამერიკელმა მკვლევარებმა კოსმოსის მიკროტალღურ ფონში აღმოაჩინეს.
მარადიული ინფლაციის თეორიის მიხედვით, ჩვენ ვცხოვრობთ მრავალი სამყაროებიდან ერთ-ერთში. ამასთან ერთად, კოსმოსური ინფლაციის მოკლე პერიოდი, რომელიც ხდება ”ჩვენთან” დიდი აფეთქების მერევე, ამ მოდელში არის ერთ-ერთი, მრავალ სხვა ასეთ პროცესთა შორის. ეს პროცესები ხდებოდა სხვადასხვა დროს, სამყაროს სხვადასხვა ნაწილებში.
გაფართოების ყველა ეპიზოდი წარმოქმნიდა თავის შესაბამის სამყაროს. თუ ინფლაციის პერიოდში ეს სამყაროსეული ბუშტები ერთმანეთს ეჯახებოდნენ, მაშინ ასეთი კატაკლიზმის კვალი უნდა იყოს შემორჩენილი მიკროტალღურ ფონში. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ასეათი ანომალიები ნამდვილად არსებობს.
ოთხი ლაქადან ერთ-ერთი არის ე.წ. WMAP-ის ბნელი ლაქა, რომელიც ადრე, რელიქტურ გამოსხივებაში აღმოაჩინეს. არსებულ მონაცემებზე ჩატარებული მოდელირების მიხედვით, ლაქები ასე გამოიყურება, სამყაროს განვითარების სხვადასხვა სტადიაზე(ილუსტრაცია Stephan M. Feeney et al.).
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფს ჯერ კიდევ მოუწევს ამ მოსაზრებების დამტკიცება, კოლეგა-ფიზიკისებისთვის. დასკვნების განმტკიცებაში მათ დაეხმარებათ პლანკის სახელობის კოსმოსური ტელესკოპი. 2012 წლისთვის მან უნდა შეადგინოს რელიქტური გამოსხივების სამჯერ უფრო დეტალური რუქა ვიდრე WMAP-მა გააკეთა(ამ უკანასკნელის მონაცემებს ეყრდნობიან მეცნიერები დღემდე, იხილეთ ბნელი ენერგია და რა იყო დიდ აფეთქებამდე).