1880 წლიდან დაწყებული, წინა წლის საშუალო ტემპერატურა 0,62 გრადუსით მეტია ყველა დანარჩენზე(2005-ის გარდა). კვლევაში 45 ქვეყნის 368 მეცნიერი მონაწილეობდა. დასკვნები დაფუძნებულია ყოველი წლის დეტალურ კვლევებზე, იმ მეტეოროლოგიური მოვლენების გათვალისწინებით, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთნაა დაკავშირებული. 2010 წელს გრენლანდიის მყინვარების დნობა 8%-ით გაიზარდა, რითაც 2007 წლის რეკორდი მოიხსნა. უკანასკნელ წლებში არქტიკის საშუალო ტემპერატურამ ზრდა ადრინდელზე ორჯერ სწრაფად დაიწყო. ყველა ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებიდან ოკეანის სიღრმეებამდე, შეიმჩნევა ტემპერატურის განუწყვეტელი ზრდის ტენდენცია. ეს ტენდენცია ბოლო ხუთი წელია განსაკუთრებული აგრესიულობით ვითარდება. მეცნიერთა თქმით, კაცობრიობას კლიმატის გლობალური ცვლილება ელის წინ.
ყველაზე ცხელი წლები
Posted by