ავსტრიელი ”სქაიდაივერი” და პარაშუტისტი, 43 წლის ფელიქს ბაუმგართნერი, რომელმაც სტრატოსფეროდან სახიფათო ნახტომი Red Bull-ის სარეკლამო აქციის ჩარჩოებში განახორციელა, ამერიკის კოსმოსური სააგენტოს მარსული მისიები გააკრიტიკა.
ფელიქსმა განაცხადა, რომ თანხა, რომელსაც ნასა თავისი მარსმავლების შექმნასა და მარსზე გადასხმაზე ხარჯავს, უფრო სასარგებლო საქმისთვის შეიძლებოდა დახარჯულიყო, სიღარიბესა და ავადმყოფობებთან ბრძოლაში.
” ნასას, ძვირად ღირებული მარსმავლების გაშვების მაგივრად, უკეთესი იქნებოდა ფული უფრო მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პროექტებში და ადამიანების გადარჩენის საქმეში ჩაედო” – ამბობს ფელიქსი, რომელმაც 39 კილომეტრის სიმაღლიდან გადმოხტომით რეკორდი დაამყარა და ამის მერე დამსახურებულ ”პენსიაზეც”გავიდა.
”მარსზე მოგზაურობაზე ბევრი ადამიანი ლაპარაკობს. მაგრამ რა აზრი აქვს ამას? რა აზრი აქვს მარსის შესწავლას, როცა ჩვენი საკუთარი პლანეტა ახლაც ბოლომდე არ არის შესწავლილი, სხვდასხვა საფრთხეები ემუქრება: ეკოლოგიური კატასტროფა, ბუნებრივი კატალკლიზმები და ა.შ.”- აცხადებს ავსტრიელი ”სქაიდაივერი”.
ნასას ბოლო მარსმავალი – ”ცნობისმოყვარეობა”, ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს 2,5 მილიარდი დოლარი დაუჯდა. რამდენი მშიერი ადამიანის გამოკვება და რამდენი სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი ამ ფულით!
ბუნებრივია, ფელიქსის აზრს ყველა არ იზიარებს, ისინი თვლიან, რომ მარსის კვლვას მეცნიერებისა და კოცობრიობისათვის პირველხარისხოვანი დანიშნულება გააჩნია(თან ნასამ ეს გადმოხტომა არ დაუფინანსა).