ორბიტალური ტელესკოპი ”სპიცრი”, რომელიც ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს ეკუთვნის, გალაქტიკებიდან გაძევებული ვარსკვლავების შორეულ სინათლეს ხედავს.
აღმოჩნდა, რომ მარტოხელა არა მარტო ადამიანები, არამედ ვარსკვლავებიც არიან. ეული, მიტოვებული და გაძევებული მშობლიური სახლიდან.
მეცნიერებმა ახალი აღმოჩენა გააკეთეს, რაშიც მათ კოსმოსური ტელესკოპი ”სპიცერი” დაეხმარათ. ამჯერად ”სპიცერმა” მარტოხელვა ვარსკვლავები დაინახა, რომლებიც ერთ დროს გალქტიკებში იყვნენ. შეჯახებისა და შერწყმის პროცესების გამო ეს გალაქტიკები, რომლებიც ერთ დროს, მარტოდ დარჩენილი ვარსკვლავებისთვის თავშესაფარს წარმოადგენდნენ, აღარ არსებობენ.
იზოლირებული მარტოხელა ვარსკვლავები ახლა უკვე ერთ გალაქტიკად გაერთიანებული გალქტიკების ფარგლებს გარეთ, კოსმოსურ სივრცეში თავისუფლად დაფრინავენ.
”ადრე ჩვენ ვერ ვგებულობდით, თუ რა სინათლეს ხედავდა მუდმივად ”სპიცერი”. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ ეს მარტოხელა ვარსკვლავების სინათლეა, რომლებმაც თავიანთი ”სახლი” დაკარგეს. ჩვენ ამით კოსმოსის ერთ-წერთი უცნაური გამოცანა ამოვხსენით” – ამბობს კვლევის მონაწილე ასანტა კურეი.
”ორბიტალური ტეელსკოპი ”სპიცერი” მარტოხელა ვარსკვლავებს 250 საათი უთვალთვალებდა” – დასძენს ასანტა კურეი.
თუმცა, ჯერჯერობით, კვლევა ბოლომდე არ არის დასრულებული(მოხეტიალეები…).