ყველაზე უცნაური გალქტიკა

 ასტრონომები ჩვეულებრივ, ამჩნევენ ნათობის მაქსიმუმს, რომელზეც პასუხისმეგებელი ვარსკვლავების მაღალი კონცენტრაციაა ცენტრალურ შავ ხვრელთან, რომელიც გაფანტული ჰალოთი და ვარსკვლავებითაა შემოფარგლული. გალატიკა A2261-BCG-ს სინათლის უზარმაზარი დიფუზური ლაქა აქვს. ვარსკვლავების სინათლის ინტენსიურობა მთელი გალქტიკის გავლის მერეც არ იცვლება. ამასთან ერთად შავი ხვრელის აღმოჩენაც ვერ ხერხდება.

 კვლევის ერთ-ერთი ავტორი თოდ ლაუერი აღნიშნავს: „გალაქტიკაში შავი ხვრელის აღმოჩენა ატამის შუაგულში კურკის აღმოჩენას ჰგავს. ჩვენ ამ გიგანტურ „ატამში“ „ჰაბლით“ ჩავიხედეთ, მაგრამ „კურკა“ ვერ აღმოვაჩინეთ. გაუგებარია, რატომ არ არის აქ შავი ხვრელი, ტელესკოპი გვიჩვენებს, რომ ბირთვში ვარსკვლავების კონცენტრაცია არ არის“.

 მაშ სად არიან შავი ხვრელები?

 ასტრონომებმა „The Astrophysical Journal“-ში ამ მოვლენის ახსნის ორი ვერსია გამოაქვეყნეს. პირველის მიხედვით, ორი შავი ხვრელი გრავიტაციულად ერთმანეთში ურევს ვარსკვლავებს და შემდეგ განაბნევს მათ. მეორეს მიხედვით, ხვრელთა წყვილი გალატიკიდან „გაიტყორცენბა“ და ამით მას გრავიტაციული „ღუზის“ გარეშე ტოვებს.

 კვლევის მიხედვით, გალატიკა A2261-BCG-ს ცენტრალური ნაწილი სხვა ელვარე გალაქტიკებზე სამჯერ დიდია. ეს გალაქტიკა მონსტრი, გალაქტიკურ გროვა Abell 2261-ში ყველაზე მასიური და ელვარეა(IC 1101).

 კვლევის წამყვანი ავტორი მარკ პოსთმანი ამბობს: „როცა მე ამ გალაქტიკის გამოსახულება პირველად ვნახე, მის განსხვავებულობაში მაშინვე დავრწმუნდი. მისი ბირთვი ძალიან დიდი და გაფანტულია. ჩვენი ამოცანაა – შევაგროვოთ ყველა მონაცემი, რომლებიც „ჰაბლმა“ გადმოსცა და ამ ფაქტს სიმართლესთან ახლო ახსნა მოვუძებნოთ“.

 მკვლევარები დამატებითი დაკვირვებების ჩატარებას ნიუ-მექსიკოში არსებული ანტენების ყველაზე დიდი მასივით გეგმავენ(VLA; უცნაური NGC 660).

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.