მიწის სინჯების აღებასთან ერთად „ცნობისმოყვარე“ აქეთ-იქეთ „გახედვასაც“ ახერხებს და შთამბეჭდავ ფოტოებსაც იღებს. ამჯერად „ცნობისმოყვარე“ მეცნიერების მიერ „აღთქმულ მიწად“ წოდებული ადგილის ხედებს გვთავაზობს. აქ უნდა მოეფინოს ნათელი მარსთან დაკაშირებულ ბევრ კითხვას.
პანორამული ფოტო: დიდებული გლენელგი(Glenelg). „ცნობისმოყვარემ“ ეს ფოტო 10 ოქტომბერს გადაიღო. ჩანს კრატერის კიდე და შორეული მთა შარფი. გამოსახულება 75 ფოტოსგან შექმნილ მოზაიკას წარმოადგენს, რომელიც 100 მილიმეტრიანი კამერა MastCam-ითაა გადაღებული.
გლენელგი – „ცნობისმოყვარეს“ პირველი სამიზნე, წითელი პლანეტის სამი გეოლოგიური ობიექტის გადაკვეთის ადგილი. მეცნიერთა აზრით, გლენელგს აღმოჩენათა უპრეცედენტო შესაძლებლობები გააჩნია.
ჯონ გროთზინგერი კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან გვიხსნის, რომ 100 მილიმეტრიანი კამერა MastCam-ი ამ ეტაპზე მარსმავალთან მომუშავე ჯგუფს აპარატის მომავალი გადაადგილებების დაგეგმვაში ეხმარება.
18 ოქტომბრის ტელეკონფერენციის დროს ჯონ გროთზინგერმა აღნიშნა: „ამჟამად ჩვენ გლენეგლში ვართ, ადგილზე, რომელსაც მართლაც რომ „აღთქმული მიწა“ შეიძლება ვუწოდოთ. მიდამოს ფოტოებს ვიღებთ, რათა ჩვენი შემდგომი „მოგზაურობის“ მიმართულება დავგეგმოთ“.
„ცნობისმოყვარე“ მუშაობის დროს, იყენებს რა თავის მექანიკურ ხელს-მანიპულატორს, მარსული გრუნტის სინჯებს იღებს. გამოსახულება ერთ-ერთი სანავიგაციო კამერით იქნა მიღებული.
ახლა „ცნობისმოყვარე“ იმყოფება ადგილზე, რომელსაც „Rocknest“-ი ეწოდება. სწორედ აქ მოახდინა მარსმავალმა მარსული გრუნტის სრულფასოვანი აღება მისი შემდგომი კვლევისთვის. გრუნტის ანალიზი კი ინსტრუმენტ CheMin-ით მოხდება. სავრაუდოდ, ანალიზის შედეგები უახლოს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.