სულ უფრო შორს და შორს

 ადამიანის მიერ კოსმოსში გაშვებული აპარატებიდან რომელია ყველაზე შორს? ამჟამად, ეს არის „ვოიაჯერ-1“, ის 1977 წელს გაუშვეს და ახლა მზიდან აპარატამდე მანძილი 17,5 მილიარდი კილომეტრია. ეს 16 სინათლის საათს უტოლდება ან 117 ასტრონომულ ერთეულს(1ა.ე.= 150 000 000 კმ.).

 ფოტოზე ორ პროექციაშიa ნაჩვენები უშორესი აპარატების მდგომარეობა მზის სისტემის გარე პლანეტების მიმართ. მზიდან სიშორით მეორეა „პიონერ-10“, 15,4 მილიარდი კილომეტრი, თუმცა მდებარეობს „ვოიაჯერ-1“-ის საპირისპირო მხარეს. „ვოიაჯერ-2“ და „პიონერ-11“-იც  გაშორდნენ პლოტონის ორბიტას, აპარატებამდე მანძილები 14,2 და 12,4 მილიარდი კილომეტრია შესაბამისად.  პლუტონის მიმართულებით მოძრავი ზონდი „ახალი ჰორიზონტები“ 3 მილიარდი კილომეტრით დაშორდა მზეს, ის პლუტონის სისტემაში 2015 წლის ივლისში მივიდა. ყველა ამ აპარატმა გამოიყენა გრავიტაციული მანევრი, მზის სისტემის პლანეტებთან მიახლოებით, რათა გაეზარდათ მოძრაობის სიჩქარე. „ვოიაჯერ-1“ ყველაზე სწრაფად მიფრინავს 17 კილომეტრი წამში. ორივე ვოიაჯერი ისევ მუშა მდგომარეობაშია, მათ უნდა გადალახონ ჰელიოპაუზა და გავიდნენ ვარსკვლვათშორის სივრცეში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.