ის ათწლეულის ყველაზე ელვარე კომეტად შეიძლება იქცეს

(ვიდეო)რუსმა ასტრომოყვარულმა არტიომ ნოვიჩონოკმა და მისმა ბელორუსმა კოლეგა ვიტალი ნევსკიმ აღმოაჩინეს კომეტა, რომელიც ამ ათწლეულის ყველაზე ელვარე კომეტად შეიძლება იქცეს.  ახალი კომეტა 21 სექტემბერს კისლოვოდსკის რაიონის ობსერვატორიიდან აღმოაჩინეს, შედის საერთაშორისო ობსერვატორიების ქსელში ISON. ობიექტის კომეტური წარმომავლობა რამდენიმე ობსერვატორიამაც დაამოწმა, კერძოდ, მაიდანის ობსერვატორიამ უზბეკეთიდან, მაუნთ-ლემონმა ა.შ.შ-დან. ახალ კომეტას მიენიჭა ინდექსი – C/2012 S1 (ISON).

 გამოთვლების მიხედვით, 2013 წლის ნოემბერში კომეტა მზეს 0,012 ასტრონომული ერთეულის(1 800 000 კმ.) მანძილზე გაუვლის, ხოლო შემდეგ, 2013-ის 26 დეკემბერს 0,42 ა.ე(63 000 000 კმ.)-ს ფარგლებში დედამიწას.

 „თუ კომეტა მზესთან მიახლოების დროს არ დაიშალა(ან განადგურდა), როგორც ეს C/2010 X1 (ელენინი)-ს მოუვიდა, მაშინ ჩვენ ათწლეულის ყველაზე ელვარე კომეტის ნახვის შესაძლებლობა მოგვეცემა“ – ნათქვამია ISON-NM-ის საიტზე.

 ამჟამად კომეტა იუპიტერის ორბიტის იქეთაა და მისი სიკაშკაშე 18 ვარსკვლავურ სიდიდეს უტოლდება.

httpv://www.youtube.com/watch?v=gKJ-Exwxt1g

Deep Impact-ის მიერ წელს(2013) გადაღებული სურათებით გაკეთებული ანიმაცია.

 

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.