შეიძლაბა ითქვას, რომ სხვა პლანეტებზე სიცოცხლის მაძიებელნი ანტარქტიკაში გადავიდნენ, სადაც ჩინელმა ასტრონომებმა თავიანთი პირველი სამი ტელესკოპი დაამონტაჟეს. ლაპარაკია ტელესკოპებზე Antarctic Survey Telescopes, რომლებიც ანტარქტიკის ყველაზე მაღალ პლატოზეა დაყენებული. პლატო Dome Argus 1200 კილომეტრზეა გადაჭიმული. ეს დედამიწის ყველაზე ცივი წერტილი ზღვის დონიდან 4 093 მეტრზე მდებარეობს.
თავიანთი ავტომატური ტელესკოპების სამართავად და ინფორმაციის მისაღებად მეცნიერები თანამგზავრულ ტელეფონებს იყენებენ, რომლებზეც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფაა დაყენებული. თუმცა, ასეთნაირად, ასტრონომებს ინფორმაციის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა შეუძიათ მიიღონ. ამის გამო, პერიოდულად ექსპედიციების ანტარქტიკაში გაგზავნა უხდებათ, ტელესკოპებით მიღებული მთლიანი ინფორმაციის წამოსაღებად(ეკზოპლანეტები).