ეს გამოსახულება 2011 წლის ოქტომბრის ბოლოდან(მარჯვნივ მაღლიდან) 2012-ის ივლისის (მარცხნივ ქვემოთ) დასაწყისამდე, 5-7 დღიანი ინტერვალებით გადაღებული ფოტოებითაა გაკეთებული.
მასზე მარსის მოწითალო დისკოს დედამიწის ღამის ცაზე უკუსვლითი მოძრაობაა ასახული(ანიმაცია). სინამდვილეში, მარსი თავის ორბიტაზე უკუსვლით მოძრაობას რა თქმა უნდა არ იწყებს. პლანეტის ხილული უკუსვლა ვარსკვლავების ფონზე, დედამიწის საკუთარ ორბიტაზე მოძრაობის გამო დაიმზირება. ეს მაშინ ხდება, როცა დედამიწა მზის გარშემო ბეუნვის დროს უფრო შორეულ პლანეტებს(მარსი, იუპიტერი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი) ასწრებს, რადგან მეტი სიჩქარით გადაადგილდება და მისი ორბიტაც მნათობთან ახლოსაა. 2012 წლის 4 მარტს მარსი დედამიწის ცაზე მზის პირდაპირ იმყოფებოდა. გამოსახულებაზე ამას ყველაზე ელვარე წერტილი შეესაბამება. წითელ პლანეტაზე ახლახანს დაშვებული მარსმავალი ”ცნობისმოყვარეობა” 26 ნოემბერს გაუშვეს, როცა მარსი უკუსვლითი მოძრაობის სპირალზე შუა წერტილთან ახლოს იყო. ახლა მარსის დანახვა სატურნთან და ვარსკვლავ სპიკასთან ახლოსაა შესაძლებელი, დასავლეთ ჰორიზონტთან, მზის ჩასვლის თანავე.