ასტრონომებმა დაადგინეს, რომ სისტემა კეპლერი-30-ის სამი ეკზოპლანეტა და თვითონ ვარსკვლავი, ერთ სიბრტყეში ბრუნავს, როგორც ეს მზის სისტემაში ხდება(Nature; ScienceNow).
ვარსკვლავი კეპლერ0-30, ზომით მზეს მოგვაგონებს. ორბიტალური ობსერვატორია „კეპლერის“ საშუალებით, მეცნიერებმა მის გარშემო მბრუნავი ეკზოპლანეტების აღმოჩენა შეძლეს. ერთი მათგანის დიამეტრი 4-ჯერ, ხოლო დანარჩენი ორის 10-ჯერ აღემატება დედამიწისას. მნათობის გარშემო მათი ბრუნვის პერიოდებია 29, 60 და 143 დღე, შესაბამისად.
ყველა აღმოჩენილი პლანეტა ერთ სიბრტყეში ბრუნავს და მათი ბრუნვის ღერძებიც(1) თითქმის თვითონ ვარსკვლავისას ემთხვევა. აღმოჩენის გაკეთება ვარსკვლავზე არსებული ლაქების საშუალებით მოხერხდა. ბრუნავენ რა ვარსკვლავთან ერთად, ისინი, მის ელვარებას ყოველ 16 დღეში ცვლიან. აღმოჩნდა, რომ პლანეტათა ადგილმდებარეობა, ხშირად, ლაქების მდებარეობას ემთხვეოდა. რადგან ლაქების ზომა პლანეტებისაზე მცირეა, მაშინ ასეთი დამთხვევა ნიშნავს, რომ პლანეტათა ორბიტების დახრილობა თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან.
ორბიტათა სიბრტყეების დამთხვევა აქამდე, მხოლოდ მზის სისტემაში ფიქსირდებოდა, რაც პლანეტათა პროტოპლანეტარული დისკოდან ჩამოყალიბების მთავარი მოწმობაა. გარდა ამისა, ორბიტათა სირტყეების დამთხვევა იმაზე მეტყველებს, რომ ამ სისტემის პლანეტბს გარე გრავიტაციული ზემოქმედება არ განუცდია. ასეთი ორბიტების მქონე ეკზოპლანეტათა აღმოჩენა გარკვეულ წარმოდგენას ქმნის ჩვენს გალაქტიკაში მზისმაგვარი სისტემების გავრცელებულობაზე(ტრანზიტი).