ქართველების მიერ გადაღებული ვენერას ტრანზიტი(ვიდეო ნასასგან)

ქართველების მიერ გადაღებული ვენერას ტრანზიტი.  სოსო მამუკაშვილი – ფოტოგრაფი, ოფროუდერი, გამომგონებელი (“და ვინჩის” გრანპრის მფლობელი): “დიდი ხანია მაინტერესებს ფოტოგრაფია, მაქვს საკმაოდ მაღალი დონის ფოტო კამერა და არანაკლები დონის ფოტოგრაფიული ხედვა, ვიღებ ყველაფერს რაც მომწონს, სპორტს, პეიზაჟს, პორტრეტს და ა.შ. 1 კვირის წინ ჩემმა მეგობარმა ბექა მამუკაშვილმა, რომელიც ასტრონომიით არის გატაცებული, მითხრა, რომ 6 ივნისს, მზის ამოსვლისას, ვენერა ჩაივლიდა მზესა და დედამიწას შორის. მეც ყველა ასეთ აქტს დიდი ინტერესით ვეკიდები. გავამზადე ყველანაირი მოწყობილობა: ტელესკოპი, შავი მინა, შტატივი, ჩემი ფოტოკამერა და ჩავუსაფრდი ვენერას. როგორც კი გამოჩნდა მზეზე პაწუკა წერილი, დავიწყე ფოტოსესია და რამდენიმე კარგი კადრი გამოვიდა. ბევრად უკეთესიც შეიძლებოდა, უბრალოდ ჩემი ტელესკოპის ზუმო არ იყო საკმარისად გამადიდებელი. მე ისევ ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, ველოდები ახალ და განსაკუთრებულ ფაქტებს, კიდევ მომივიდა ასეთი ინფორმაცია, რომ 28 ივლისიდან მეტეორების წვიმის პიკი იქნება. კამერამ თუ ხელი შემიწყო, ვეცდები იდეალური კადრებით დავაფიქსირო ეს ყველაფერი 🙂 გმადლობთ, რომ დაინტერესდით.”

გიორგი ჯმუხაძე:

  როდესაც სანახავად სახურავზე ავედი, ამინდი მშვენიერი იყო. მაღალ გადიდებაზე ტურბულენცია ქმნიდა პრობლემას. ამიტომ დაბალი გადიდებით დავაკვირდი ეკრანზე .ტელესკოპი დავაფოკუსე ოკულარიდან გამოსული სინათლე თეთრი ეკრანისკენ მივმართე, თუმცა დაკვირვებას ხელს უშლიდა ხეები და ამიტომ ცოტა ხარვეზებია ჩემს მიერ გადაღებულ სურათებში. ეს სურათები 25x გადიდებით არის მიღებული. როდესაც კარგად დავაკვრდი მიღებულ გამოსახულებას, დავინახე ორი უცნაური შავი წერტილი. მერე გავაანალიზე, რომ ესენი იყო მზის ლაქები სახელად AR1493 და AR1496. იმედი მაქვს, როცა სხვა მსგავსი მოვლენა იქნება, ამინდი საუკეთესო იქნება და კიდევ გადავიღებ ასეთ ფოტოებს.

  მიხო ციციშვილი, მიქაელ(მიხო) გაგოშიძე და საბა ყვავილაშვილი:

 ტელესკოპის მონაცემები: ნიუტონისეული, რეფლექტორებიანი ტელესკოპი – დიამეტრი 150მმ. ფოკუსური მანძილი 900მმ. ტელესკოპის სიგრძე 30სმ-ია.

 ჩვენ სურათები გადავიღეთ სამი განსხვავებული ტელესკოპის გამოყენებით კუს ტბასთან პატარა მთიდან, სადაც დაახლოებით 5 საათზე ავედით და 7 საათამდე ვიღებდით ფოტობს. მე მქონდა რეფლექტორიანი ტელესკოპი 900მმ ფოკუსორით და 76მმ დიამეტრის სარკით. ფოტოების გადაღებისას ძირითადად ვიყენებდი მუქ იისფერ ფილტრებს და 20მმ-იან ოკულარს მკაფიო გამოსახულებისთვის, იდიდ გადიდებისათვის 4მმ-იან ოკულარებს. მიქაელს ჰქონდა ტელეობიექტივი. რამდენიმე განსხვავებულ შუქფილტრს იყენებდა, რის შედეგადაც მიიღო კარგი კომბინაცია და გამოსახულებაც საკმაოდ ხარისხიანი გამოვიდა. ფოტოების გადაღება ჩვეულებრივად ოკულარზე ფოტოაპარატის ობიექტივის მიდებით ხდებოდა. ამინდს რაც შეეხება, მზის ამოსვლამდ ცა ღრუბლიანი იყო და ნელ-ნელა ეს ღრუბლები გაიფანტა და ბოლოს თითქმის იდეალურ მდოგმარეობაში იყო ცა დამკვირვებლისთვის.

 სურათის ავტორია მარიკა ტარასაშვილი(ასტრობიოლოგი, თანამშრომლობს ნასასთან).

httpv://www.youtube.com/watch?v=4Z9rM8ChTjY

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.