დიდი ხნის არყოფნის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა მეპატრონეებმა გახვრეტილი სახურავი და შემოჭრილი მეტეორიტი აღმოაჩინეს.
ტომასენების ოჯახის დაუპატიჟებელი სტუმარი შორეული კოსმოსიდან მოფრინდა. ექსპერტთა აზრით, ის სახლს 1 მარტს დაეცა, მცირე მეტეორიტული წვიმის დროს.
„ჩვენ ყოველთვის ვოცნებობდით გვეპოვნა ნამდვილი მეტეორიტი და ვეძებდით კიდეც მათ, თუმცა უშედეგოდ, აქ კი ის პირდაპირ ჩვენს სახლში აღმოჩნა“ – ამბობს ოჯახის ერთ-ერთი წევრი.
ნაპოვნი ქვის მასა 585 გრამია და მეტორიტების იშვიათ ტიპს ეკუთვნის, ე.წ. ბრეკჩია. ასეთი მეტეორტიები ცალკეული იშვიათი მინერალებისა და მთის ქანებისგან შედგება, კუთხეებიანი ფორმებით.
ნორვეგიაში, ისე როგორც სკანდინავიის ხვა ქვეყნებშიც, მეტეორიტებს იშვიათად ნახულობენ(შემთხვევა საფრანგეთში). 1848 წლიდან დაწყებული სულ ასეთი 14 ნატეხი იქნა ნაპოვნი(ასტეროიდები).
სხვა და სხვა ტიპის ბრეკჩია. ისინი გამყარებული ცემენტის მაგვარად არიან შეკრულები, სხვა და სხვა მინარალების ჩანართებით.