ჯერ კიდევ შარშან ივნისში, მეცნიერებმა ანტიწყალბადის ატომების დიდი ხნით ”დაჭერა” მოახერხეს. მეცნიერთა ბოლო მიღწევები მნიშვნელოვანი ეტაპია მატერიისა და ანტიმატერიის ატომების ზუსტად შედარების საქმეში, რითაც სამყაროს ერთ-ერთი სიღრმისეული საიდუმლოს ახსნა შეიძლება მოხერხდეს, დადგინდეს, თუ რატომ არსებობს საერთოდ მატერია.
”ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ანტიწყალბადის შინაგანი სტრუქტურის კვლევა შეგვიძლია, რაც ძალიან გვახარებს”, ამბობს ჯეფრი ჰანგსთი(ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრი, დ.ა.კ). ”ახლა უკვე ვიცით, რომ შეიძლება ექსპერიმენტების პროექტირება ანტიატომებზე ზუსტი გზომვების განსახორციელებლად”.
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც მატერიისგან შედგება, თუმცა, დიდი აფეთქების მერე მატერია და ანტიმატერია თანაბარი რაოდენობით არ არსებობდნენ. საიდუმლო იმაშია, რომ ბუნებამ უპირატესობა მატერიას მიანიჭა და არა ანტიმატერიას. თუ ანტიწყალბადის ატომების დეტალური შესწავლა მოხერხდა, ის იქნება მძლავრი ინსტრუმენტი, ამ უპირატესობის ამოხსნის საქმეში.
”წყალბადი სამყაროში ყველაზე გავრცელებული ელემენტია და ჩვენ კარგად ვიცნობთ მის შიდა სტრუქტურას”, ამბობს ჰანთი. ”როგორც იქნა ჩვენ ანტიწყალბადის სტრუქტურის შესწავლის საშუალებაც მოგვეცა. განსხვავდებიან თუ არა ისინი? ამის თავდაჯერებულად თქმა ჯერ ჩვენ არ შეგვიძლია”.
საქმე იმაშია, რომ მატერიისა და ანტიმატერიის ატომების ერთმანეთთან შეხება მათ თვითგანადგირებას, ანიჰილაციას იწვევს. ამაშია სამყაროს მთავარი გამოცანა – თუ ასე ხდება, მაშინ რატომ ვარსბობსთ ჩვენ?