რატომ აქვს გარადის კომეტას ორი კუდი?აქ, მარცხენა მხარეს მიმართული კუდი, მტვრისა და ყინულის ნაწილაკებისგან შედგება, რომლებიც კვალდაკვალ მიჰყვება კომეტას. მარჯვნივ, იონური კუდი ჩანს, ის ყოველთვის მზის საწინააღმდეგო მხარესაა მიმართული, რადგან მტვერზე მსუბუქ იონებს კიდევ უფროადვილად ანიავებს მზის ქარი (გამოსხივება). კომეტების უმრავლესობას ორმაგი კუდი აქვს, თუმცა ისინი ყოველთვის საწინააღმდეგო მიმართულებებით არ არის მიმართული. დედამიწის მიმართ გარადის კომეტის კუდების ასეთი განლაგება, ხედვის დროებითი კუთხითაა გამოწვეული. მტვროვან კუდს მოყვითალო ფერი აქვს, რადგან მტვრის ნაწილაკებისთვის სინათლის აქრომატული (უფერო) არეკვლაა დამახასიათებელი, ხოლო იონური კუდი მოცისფროდ ანათებს, რადგან ნახშირბადის მონოოქსიდი, მზის სინათლის ცისფერ ნაწილს უფრო აირეკლავს. გამოსახულების ცენტრში მომწვანო კომით შემოფარგლული კომეტის ბირთვია წარმოდგენილი. აქ ერთმანეთშია არეული მტვერი და გაზი, მათ შორის, მწვანედ მანათობელი აზოტის ნაერთები.
გარადის საპირისპირო კუდები
Posted by