ნამუშევრის ავტორებმა გააანალიზეს ზონდ WMAP (Wilkinson Microwave Anisotropy Probe- უილკინსონის სახელობის მიკროტალღური გამოსხივების ანიზოტროპიის კვლევის ზონდი)-ის მიერ გადაღებული სამყაროს რელიქტური გამოსხივების სურათი, ეს ზონდი მთელი სამყაროს შემავსებელ რელიქტურ გამოსხივებას იკვლევს 2001 წლიდან. ითვლება, რომ გამოსხივება დარჩენილია დიდი აფეთქების დროიდან.
ადრინდელი მონაცემებით გაირკვა, რომ რელიქტური გამოსხივება კოსმოსში ყველგან 2,7 კელვინია. უფრო ზუსტი თანამედროვე მონაცემებით კი ტემპერატურა ზოგან საშუალოზე მეათედი გრადუსით დაბალი აღმოჩნდა. რუკაზე უფრო ბნელ ადგილებს მივყავართ გალაქტიკური ჯგუფებისკენ, რომლებიც განსაზღვრული მიმართულებით მოძრაობენ და ეს მოძრაობა არანაირად არ უკავშირდება სამყაროს საერთო გაფართოებას.
ასეთი პროცესი ვერ აიხსნება არსებული თეორიების ჩარჩოებში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ძალა, რომლის წყაროც ხილული სამყაროს იქეთ მდებარეობს. ბნელი ენერგიის და მატერიის ანალოგიურად ამ ძალას ”ბნელი დინება” უწოდეს.
ერთ-ერთი თეორიის თანახმად დიდი აფეთქების დროს გაჩნდა მრავლობითი სამყაროები, რომლებიც შეიძლება ბუშტების სახით წარმოვიდგინოთ. ”ბნელი დინება”, როგორც ჩანს ჩვენი სამყაროს ერთ-ერთი ასეთი მეზობელი ”ბუშტის” მოქმედების კვალია
kargia