კადრების პირველ მიმდევრობაზე(00:07) ჩანს ვერტიკალური ზოლი. სინამდვილეში ეს გვერდიდან დანახული სატურნის რგოლებია. შემდეგ მოდის სატურნის ერთ-ერთი თანამგზავრის კადრები. კადრების შემდეგი მიმდევრობა(00:11) გვიჩვენებს უცნაურ ტალღებიან F რგოლს, ორი თანამგზავრით. მათ რგოლის სტრუქტურაში მუდმივი შეშფოთებები შეაქვთ. მერე მოდის რგოლთა სისტემა და პლანეტა გიგანტი საკუთარი პერსონით. აღბეჭდილია ატმოსფეროს ღრუბლიანი ნაქარგები ტიტანზე(00:39) და სატურნზე(00:41). თებას, მიმასის, ეპიმეთეს და იაფეტის ახლოს ჩაფრენის კადრები. ავტომატური აპარატი „კასინი“ 2004 წლიდან ავსებს დედამიწელთა ცოდნას პლანეტა გიგანტისა და მისი თანამგზავრების შესახებ.