ქიმიკოსებმა სიცოცხლის ხელოვნური ფორმის ნულიდან შექმნის საქმეში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგეს. უჯრედის მემბრანა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანსი კომპონენტია, რადგან ის გამოყოფს გარემოსგან და არეგულირებს ნივთიერებათა მოძრაობებს უჯრედში. კალიფორნიის უნივერსიტეტის ქიმიკოსებმა სანდიეგოდან და ჰარვარდის უნივერსიტეტიდან ხელოვნური მემბრანა ქიმუირი რექაციების ნაკრების გამოყენებით შექმნეს. ისინი იმედოვნებენ, რომ მათი ქმნილება სიცოცხლის გაჩენის საიდუმლოს ამოხსნისაკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
ცოცხალი ორგანიზმების სტრუქტურისა და ფუნქციონალური დანიშნულების უმთავრესი ერთეული უჯრედია, რომელიც სიცოცხლის უმცირესი ერთეულია და ცოცხალ არსებად ითვლება. არსებობენ სხვა და სხვა თეორიები – მეტეორიტული თუ ელექტრული განმუხტვით სიცოცხლის გაჩენისა, თუმცა პირველი უჯრედის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით კონსესუსი მიღწეული არაა.
მემბრანის შესაქმნელ საბაზისო ელემენტებად ექსპერიმენტატორებმა წყლის ემულსია, გარკვეული ცხიმები და დეტერგენტები გამოიყენეს. წყალთან კონტაქტის დროს, ისინი ორმაგ ფენად ეწყობიან, ჰიდროფილური თავებით, შებრუნებული ”უჯრედში” და გარე მიმართულებით, ასევე ჰიდრიფილური კუდებით, ლიპიდური გარსის მიმართულებებით. რეაქციის დაწყებიდან 24 საათის მერე, წყალში არსებული ინგრედიენტები პატარა ზომების ბურთუელბისა და ჩხირების აწყობაზე დაიხარჯნენ, რომლებიც უჯრედების პრიმიტიულ წინამორბედებად შეიძლება წარმოვიდგინოთ. ამ ბურთულების კედლები ფოსფოლიპიდურ მემბრანებს წარმოადგენენ, ტრიაზოლების შემცველობით. ნაშრომი მალე ამერიკის ქიმიური საზოგადოების ჟურნალში გამოქვეყნდება(Journal of the American Chemical Society)(მტკიცებულება ევოლუციაზე).