საშიში ასტეროიდი 2011 AG5

პოტენციურად საშიში ასტეროიდის სახელია 2011 AG5. სავარაოდოდ მისი დიამეტრი 140 მეტრია.

 ყოველწლიურად სხვა და სხვა ქვეყნის კოსმოსური სააგენტოები ათასობით განსხვავებული ზომების ასტეროიდებს აფიქსირებენ, რომელთა უმრავლესობა ჩვენი პლანეტისთვის საშიში არაა. ყოველი ახალი ასტეროიდის აღმოჩენისთანავე მეცნიერები მისი დედამიწასთან შეჯახების რისკს ადგენენ. ამისათვის 10 ბალიანი სკალაც კი არსებობს. „0“ ენიჭება ასტეროიდს, რომელსაც დედამიწასთან შეჯახების არანაირი  შანსი არა აქვს. „10“-ით ფასდება ასტეროიდი შეჯახების მაღალი რისკით, რომელსაც ამავე დროს გლობალური კატასტროფა შეუძლია გამოიწვიოს.


 2011 AG5-მა, რომელიც მაუნთ-ლემონის ობსერვატორიიდან აღმოაჩინეს(არიზონა, ა.შ.შ.), მთელი მსოფლიოს მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო, რადგან ახალი მონაცემების მიხედვით ის შეიძლება დედამიწას შეეჯახოს.

 მეცნიერთა გამოთვლებით, 2011 AG5 დედამიწასთან ძალიან ახლოს გაივლის ან შეეჯახება მას 2040 წელს. ამ მომენტისთვის ზომების მეტი არაფერია ცნობილი – არც მასა და არც სტრუქტურა.

 „დღეისათვის ობიექტ 2011 AG5-ს აქვს დედამიწასთან შეჯახების ყველაზე მეტი შანსი…“ – ამბობს დეთლეფ კოშნი, ევროპის კოსმოსური სააგენტოდან(ESA) – „ის ასტრონომთა მიერ არასაკმარისადაა შესწავლილი“(საშიში ასტეროიდები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.