ძლიერ ქარიშხლებს სეისმური შეშფოთებების პროვოცირება შეუძლიათ(Nature News). ასეთ დასკვნამდე მეცნიერები ქარიშხლ აირინის მერე, რომელიც 2012 წლის აგვისტოში ვირჯინიის შტატში ბობოქრობდა, მიღებული სეისმური აქტიურობის მონაცემთა ანალიზის შემდეგ მივიდნენ.
2012 წლის 23 აგვისტოს მომხდარ 5,8 მაგნიტუდიან მიწისძვრას მძლავრი ბიძგების სერია მოყვა – სრულიად ჩვეულებრივი სეისმური სურათი. თუმცა ამ შეშფოთებების თავისებურებამ მეცნიერების ყურადღება მიიპყრო: ჩვეულებრივი კლებადი აქტიურობის ნაცვლად მალევე აქტიურობის ზრდა დაფიქსირდა, რაც ა.შ.შ-ს სანაპიროზე ხსენებულმა ქარიშხალმა ჩაიარა.
ამ შეშფოთებების აღმოჩენა ძნელი აღმოჩდა, რადგან თვითონ ქარიშხალი მნიშვნელოვან სეისმურ ”ხმაურს” ქმნის. მონაცემთა ანალიზის მაღალი სიზუსტის მეთოდების გამოყენებით საკვლევი პერიოდის განმავლობაში 700 მიწისქვეშა ბიძგი გამოვლინდა – დაახლოებით ათჯერ მეტი, ვიდრე აქამდე იუწყებოდნენ.
თავიდან მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მომატებული სეისმური აქტიურობა ქარიშხლის დროს, ატმოსფერული წნევის ვარდნას უკავშირდებოდა, მარამ ბიძგების პიკი იმ მომენტისთვის იყო, როცა ქარიშხალმა ეს ადგილი უკვე გაიარა.
მეცნიერები ამინდის სეისმურ უბედურებებზე გადაბრალებას არ ჩქარობენ, თუმცა ეს უკვე ამ ორი მოვლენის კავშირის პირველი მოწმობა არ არის: ადრე სეისმოლოგები ნოტიო ტროპიკული ციკლონებისა და მოგვიანებით მომხდარი მიწისძვრების კორელაციის შესახებ ლაპარაკობდნენ, რომელიც ტაივანში მოხდა. სავარაუდოდ, ქარიშხლებით გამოწვეულ მეწყერებს არათანაბარი გეოლოგიური დატვირთვის გამოწვევა შეეძლოთ, რასაც მიწისძვრა მოჰყვა თან.
მომავალმა კვლევებმა ამ ურთიერთკავშირის ბუნება უნდა გამოავლინონ, თუ ის, რა თქმა უნდა, არსებობს.
ქარიშხალი და მიწისძვრა: მოკავშირეები?
Posted by