პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერთა აზრით, 3 მილიარდი წლით დათარიღებულ ქანებში ნანახი მიკროჩანართები, რომლებიც სამხრეთ ავსტრალიის ერთ-ერთ კარიერში(Farrel Quartzite) აღმოაჩინეს, პლანქტონის ნარჩენები უნდა იყოს.
„ის, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ რთული ორგანიზმებია, ისინი ისეთ შორეულ წარსულში ბინადრობდნენ, რომ მოვლენა ნამდვილად ექსტრაორდინარულია“ – ამბობს პროფესორი კრისტიან ჰაუსი. მკვლევარება ამ სტრუქტურების არა მერტო ბიოლოგიური წარმომავლობა დაამტკიცეს, არამედ ისიც, რომ ეს ორგანიზმები ავტოტროფები(არაორგანული ნივთიერებებიდან ორგანულ ნაერთებს ქმნიან) იყვნენ. ქანების ნიმუშები ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მეორადი იონური მას-სპექტრომეტრიით გამოიკვლიეს. სულ 15 ასეთი ნიმუში იქნა შესწავლილი. მიკროსტრუქტურებში ნახშირბადი-13-ის მაღალი კონცენტრაცია ჩანართების ბიოლოგიურ წარმომავლობაზე მეტყველებს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ნახშირბადი-13-ის კონცენტრაცია ორგანულ მასალაში, ამავე ქანებში არსებული კონცენტრაციისგან განსხვავებულია. ორგანიზმების სიგრძე 20-60 მიკრონს აღწევდა, რაც თანამედროვე მიკროპლანქტონისთვის არის დამახასიათებელი(რადიონახშირბადული ანალიზი; კიდევ თემასთან დაკავშირებით).
პლანქტონი 3 მილიარდი წლის ქანებში
Posted by