იმისათვის, რომ ჩვენთვის კარგად ცნობილი მთვარის ხილული მხარის ეს შესანიშნავი პორტრეტი გაეკეთებინა, თანამგზავრ LRO(NASA)-ოს ფართო კუთხიანი კამერით 1300-ზე მეტი ფოტოს გადაღება მოუხდა.
რატომ ვხედავთ ჩვენ მთვარის მხოლოდ ერთ მხარეს? მთვარე თავისი ღერძის და დედამიწის გარშემო ერთი და იგივე სიჩქარით მოძრაობს – 28 დღე. ეს აბსოლუტურად მდგრადი კონფიგურაცია საშუალებას გვაძლევს ჩვენ ყოველთვის ვხედავდეთ მთვარის მხოლოდ ერთ მხარეს. ადამინებმა ხილული მხარე საკმაოდ დეტალურად შეისწავლეს. სურათზე წარმოდგენილია მოზაიკა საკმაოდ მაღალი გარჩევადობით, რომელზეც თავისუფლად შეგვიძლია დავათვალიეროთ სწორი ზედაპირის მქონე, ბნელი “ზღვები”(სინამდვილეში ეს გაყინული ლავასგან წარმოქმნილი დაბლობებია) და დაღარული მთები. LRO ერთი კვირა იღებდა გამოსახულების შემადგენელ ფოტოებს წინა წლის დეკემბერში.
მთვარის ხილული მხარე
Posted by