დნმ-ის არამიწიერი ნაწილები მეტეორიტებში

 ახალი აღმოჩენა ამტკიცებს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ქიმიურ პროცესებს ასტეროიდებსა და კომეტებს შიგნით, ძირითადი ბიოლოგიური მოლეკულების „სააღმშენებლო მასალები“ შეუძლიათ წარმოქმნან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე ჩამოცვენილ კოსმოსურ ობიექტებს შეეძლოთ ეთამაშათ მნიშვნელოვანი როლი სიცოცხლის ჩასახვაში, რასაც მეცნიერები აქამდეც ვარაუდობდნენ.

 „ადამიანები დნმ-ის კომპონენტებს მეტეორიტებში სამოციანი წლებიდან ნახულობდნენ, მაგრამ მეცნიერები არ იყვნენ დარწმუნებულნი, არის ეს ნაერთები კოსმოსში ჩამოყალიბებული თუ უბრალოდ მიწიერი ბიოლოგიითაა დანაგვიანებული, – განაცხადა ნასას ასტრობიოლოგმა მაიკლ კალაჰანმა. – ჩვენ პირველად მივიღეთ მტკიცებულებათა სამი ხაზი, რომლებიც მთლიანობაში გვაფიქრებინებს, რომ დნმ-ის ეს ნაწილები წარმოიქმნენ დედამიწის გარეთ“.

მკვლევართა ჯგუფმა ანალიზები თორმეტი ნახშირბადით მდიდარი მეტეორიტიდან აიღო, ამათგან ცხრა ანტარქტიდაზე იპოვეს. ციური ქვების ნიმუშები ქრომატოგრაფითა და მასსპექტრომეტრით შეამოწმეს. ნიმუშებში აღმოჩენილ იქნა აზოტოვანი ფუძეები ადენინი და გუანინი, ასევე ჰიპოქსანიტი და ქსანიტი, პურინი(მეტეორიტებში ის პირველად ნახეს). ყველა მათგანი ცოცხალი ორგანიზმების მთავარი შემადგენელი ნაწილები არიან ან ჩართულნი არიან ბიოქიმიურ ჯაჭვში.

ილუსტრაცია Goddard Space Flight Center/ Chris Smith.

 თუმცა, ამ ბიოლოგიური კომპონენტების გარდა იპოვეს ბიომოლეკულების მსგავსი ნაერთებიც, რომლებსაც მიწიერი ცოცხალი ორგანიზმები პრაქტიკულად არ იყენებენ. კერძოდ, ორ მეტეორიტში აღმოჩნდა 2,6-დიამინოპურინი და 6,8-დიამინოპურინი, იუწყება ნასა. მიწიერი სიცოცხლისთვის ესენი არა დამახასიათებელნი არიან, თუ არ ჩავთვლით რომელიღაც ვირუსში ნანახ დიაპურინს.

 „თუ ჩამოვარდნილი მეტეირიტები მიწაზე დაბინძურდა, მაშინ საეჭვოა, რომ მათში „არასწორი“ ბიომოლეკულები იქნებოდა აღმოჩენილი – ამბობენ კვლევის ავტორები. – თუ ასტეროიდები პრებიოტური ფაბრიკები არიან, მაშინ მოსალოდნელია, რომ ისინი კიდევ უფრო მრავალფეროვანი, დნმ-ის აზოტოვანი ფუძეების გენერირებას მოახდენდნენ, აღნაგობის უფრო ფართო ვარიაციებით, ვიდრე მიწიერ ორგანიზმებშია“.

httpv://www.youtube.com/watch?v=1g7AKVZ3HC4&feature=player_detailpage

 შედარებისთვის მეცნიერებმა რვა კოლოგრამი ანტარქტიკული ყინული იგივე მეთოდებით გამოიკვლიეს. მათშიც იქნა ნანახი ადენინი, გუანინი, ჰიპოქსანტინი და ქსანტინი, ოღონდ ათასჯერ მცირე კონცენტრაციით, ვიდრე მეტეორიტებში. ეს ეჭვქვეშ აყენებს ვერსიას მიწაზე ჩამოვარდნის მერე დაბინძურებაზე. ანომალური ანალოგები კი ყინულში საერთოდ არ აღმოჩნდა.

 შესწავლილი მეტეორიტებიდან ერთ-ერთი, ასეთი მოლეკულა-ანალოგით, ავსტრალიაში ჩამოვარდა, ამიტომ მეცნიერებმა გრუნტის ანალიზი ჩამოვარდის ადგილიდანაც აიღეს, თუმცა არც მასში იქნა აღმოჩენილი ასეთი ნაერთები.

 გარდა ამისა ექსპერიმენტატორებმა ფუძე-ანალოგების წარმოქმნის იმიტირება ლაბორატორილ პირობებშიც მოახდინეს, რითაც აჩვენეს, რომ ზუსტად ასეთი მოლეკულები არაბილოგიური რექციებით სინთეზირდებიან ამიაკის, წყლის და ციანიდიანი წყალბადის მონაწილეობით.

 ამ ყველაფერმა კიდევ უფრო განამტკიცა აზრი იმის შესახებ, რომ ადრე ნაპოვნ მეტეორიტებში აღმოჩენილი რთული ორგანიკაც არამიწიერი წარმოშობისაა და მათი ჩამოყალიბება ასტეროიდებზე და კომეტებზეც არის შესაძლებელი(კიდევ თემასთან დაკავშირებით).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.