ბნელი მატერიით დეფორმირებული გალაქტიკები

ჰაბლის სახელობის კოსმოსური ობსერვატორიის საშუალებით, ასტრონომებმა პირველი გალაქტიკური გროვა აღმოაჩინეს, რომელსაც სამყაროში ბნელი მატერიის ახალი აღწერისთვის გამოიყენებენ.
მეცნიერთა აზრით, ბნელი მატერია, სამყაროს მთლიანი მასის 25% შეადგენს(5% ჩვეულებრივი მატერია, 70% ბნელი ენერგია),ის არ ჩანს, თუმცა მისი არსებობა, ჩვეულებრივ მატერიასთნ გრავიტაციულ ურთიერთქმედებაში ვლინდება.
იმისათვის, რომ გაერკვიონ, სად და რა რაოდენობით არის ბნელი მატერია, მეცნიერები ეძებენ ეფექტს, რომელსაც გრავიტაციული ლინზირება ჰქვია. სინათლის ეს გადახრა მაშინ ხდება, როცა მასა, მათ შორის ბნელი მატერიის, ძლიერი გრავიტაციით, სამყაროს სტრუქტურას დეფორმაციას უკეთებს და მის შიგნით მოხვედრილ სინათლის სხივებს აიძულებს იმოძრაონ მრუდზე. შედეგად, შორეული გალაქტიკები მრუდე სარკეში დანახულივით გამოიყურებიან.

დამზერადი ლინზირება ყოველთვის მეტია იმაზე, რომელიც მხოლოდ ხილულ მატერიას უნდა გამოეწვია. ამ ეფექტის კომპენსაციით, მეცნიერებს შეუძლიათ განსაზღვრონ ის, რომ დამატებითი ლინზირება ბნელი მატერიითაა გამოწვეული.
საერთო ჯამში ასტრონომები 25 გალაქტიკური ჯგუფის გამოკვლევას გეგმავენ, პროექტის ჩარჩოებში, რომელსაც Clash-ი ეწოდება(Lensing and Supernova survey with Hubble – ლინზირებასა და ზეახლებზე დაკვირვება ჰაბლით).
ერთ-ერთი პირველი ობიექტი, რომელზეც დაკვირვება მოხდება, არის გროვა სახელად MACS J1206.2-0847. ეს სამყაროს ერთ-ერთი გიგანტური სტრუქტურაა, რომლის მასა იწვევს უძლიერეს გრავიტაციულ ლინზირებას.
სინათლის გამრუდებასთან ერთად, გრავიტაციული ლინზირება ხშირად ერთი და იგივე ობიექტის მრავლობით გამოსახულებას იძლევა. MACS J1206.2-0847-ის ახალ ფოტოებზე ასტრონომებმა 12 ახლად აღმოჩენილი გალაქტიკის 47 გამოსახულება დაითვალეს.
ამ კვლევით ასტრონომები შორეული გიგანტების არა მარტო მასების შეფასებას ცდილობენ, არამედ იმის დადგენასაც, თუ როდის და როგორ ჩამოყალიბდნენ ისინი. თეორიის მიხედვით, პირველმა გალაქტიკურმა ჯგუფებმა ფორმირება 9-12 მილიარდი წლის წინ დაიწყეს.
ზოგიერთი გამოკვლევის მიხედვით, ბნელი მატერია გალაქტიკების გროვებს შიგნით უფრო დიდი რაოდენობითაა კონცენტრირებული, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. თუ ახალი კვლევები ამას დაადასტურებენ, მაშინ გამოვა, რომ გროვებმა უფრო ადრე დაიწყეს ჩამოყალიბება, ვიდრე მეცნიერთა უმრავლესობას ეგონა.
httpv://www.youtube.com/watch?v=s9bYbd9po64&feature=player_detailpage

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.