ბილ ქლინთონი უცხოპლანეტელებზე საუბრობს

 ა.შ.შ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა – ბილ ქლინთონი, ტელეკომპანია ABC-ის თოქ-შოუში არამიწიერ ცივილიზაციებზე ისაუბრა. ქლინთონმა აღიარა, რომ დაიკავა რა პრეზიდენტის პოსტი, თავის თანაშემწეებთან ერთად ზონა 51 მოინახულა ნევადაში, რათა იქ მდებარე ბაზაზე უცხოპლანეტელების არ არსებობაში დარწმუნებულიყო. ზონა 51 იმდენად გასაიდუმლოებული ბაზაა, რომ ამერიკის მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში მისი არსებობის ფაქტსაც კი უარყოფდა. ამ სამხედრო ობიექტის იდუმალება შეთქმულების თეორიის გაჩენის მიზეზი გახდა, მათ შორის ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან(ამო) დაკავშირებითაც.

klintoni

 ქლინთონმა ასევე თქვა, რომ ნიუ-მექსიკოს ქალაქ როზუელის ისტორიითაც დაინტერესდა, რომელიც 1947 წელს მომხდარი ამბებით გახდა პოპულარული, ვითომ იქ ჩამოვარდნილი ამო-ს გამო. ექს-პრეზიდენტის თქმით, მან ”როზუელის ინციდენტთან” დაკავშირებული ყველა დოკუმენტი შეისწავლა და რაიმე სარწმუნო რომ გაეგო, ყველას მოუყვებოდა ამის შესახებ.

 ქლინთონი არამიწიერი ცივილიზაციების არსებობაში დარწმუნებულია – ”არ გამიკვირდება, თუ ერთ დღესაც ჩვენთან უცხოები მოფრინდებიან. იმედი მაქვს, რომ ისეთნაირად არ მოგვექცევიან, როგროც როლანდ ემერიჰის ფილმში ”დამოუკიდებლობის დღე”(1996 წ.). სიუჟეტის მიხედვით, აგრესიულად განწყობილი ალიენები, დედამიწაზე ადამიანებისგან პლანეტის გასაწმენდად ჩამოვიდნენ.

dam dgis alieni
ბოროტი ალიენი ფილმიდან ”დამოუკიდებლობის დღე”.

 კაცობრიობისთვის სარგებელზე თუ ვილაპარაკებთ, ასეთი ”ვიზიტისგან”, ქლინთონმა დასძინა, რომ გარედან შემოჭრა ”ჩვენს გათიშულ მსოფლიოს გააერთიანებდა, დედამიწელებს ხომ საერთო მტრის წინააღმდეგ მუწევდათ ბრძოლა”(კიდევ უცხოპლანეტელებზე).

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.