გედისა და ქნარის თანავარსკვლავედებს შორის არსებული ვარსკვლავის უცნაური ქცევა, მასთან უცხოპლანეტური ცივილიზაციის არსებობაზე შეიძლება მიუთითებდეს.
ორბიტალური ობსერვატორია ”კეპლერი”, ეკზოპლანეტების, ტრანზიტის მეთოდით(ვარსკვლავის წინ პლანეტის გავლით გამოწვეული პერიოდული ჩაბნელებები) საძებნელად შეიქმნა.
თუმცა, შეუიარაღებელი თვალით უხილავი ვარსკვლავი KIC 8462852 გამონაკლისი აღმოჩნდა: მისი ნათობა 80%-ით იცვლებოდა და ასეთ დაბალ დონეზე 5-დან 80 დღიანი შუალედებით რჩებოდა.
პროფესიონალები და მოყვარულები, რომელბიც კეპლერის მიერ გადმოცემული მონაცემების დამუშავებაში იღებდნენ მონაწილეობას, მიღებული ინფორმაციის გულმოდგინე ანალიზი ჩაატარეს, რათა სიგნალის ნებისმიერი დამახინჯება და ტელესკოპის ხარვეზი გამოერიცხათ.
დაფიქისრებული სინათლის თავისებურება იმაზე მიუთითებს, რომ ვარსკვლავის გარშემო ერთმანეთთან მჭიდროდ მიბჯენილი ობიექტები მოძრაობს. ასეთი რამ, მტვრის დისკოებით შემოფარგლული ახალგაზრდა ვარსკვლების გარშემო დაიმზირება, მაგრამ KIC 8462852 ახალგაზრდა ვარსკვლვებს არ მიეკუთვნება.
გამორიცხული იქნა რამდენიმე სხვა ჰიპოთეზაც(ასტეროიდული სარტყელი, პლანეტების შეჯახება…) და ერთად-ერთი რეალისტური სცენარი, ალბათ, KIC 8462852-თან ახლოს სხვა, კომეტების ღრუბლის მოქნე ვარსკვლავის გავლა შეიძლება იყოს. თუმცა, ასეთი მოვლენები ათსწლეულების წინ უნდა მომხდარიყო, რაც ამ ვერსიასაც ნაკლებად შესაძლებელს ხდის.
თებეთა ბოიაჯიანი, კვლევის წამყვანი ავტორი, კიდევ ერთ სცენარს განიცილავს. KIC 8462852-ის ციმციმი დაისონის სფეროზე(ვარსკვლავის სინათლის შემკრები გიგანტური კოლექტორები) შეიძლება მიუთითებდეს, რომელსაც მაღალგანვითრებული ცივილიზაცია, თავისი ვარსკვლავის ენერგიის აკუმულირებისთვის იყენებს.
კვლევის ავტორები აპირებენ მოითხოვონ KIC 8462852-ის რადიოტელესკოპებით პირდაპირი დამიზნებით კვლევა, რათა დადგინდეს, მოდის თუ არა ამ ობიექტიდან ტექნიკური ცივილიზაციისთვის დამახასათებელი რადიოსიგნალები.
თუ რაიმე საეჭვო გამოვლინდა, ვარსკვლავის კვლევა, ყველაზე უფრო დიდი რადიოტელესკოპების მასივით(Very Large Array) გაგრძედლება(ანომალური მოვლენები; WOW და სხვა სიგნალები…).